გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გია ვოლსკი: ცდილობენ მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანონ, თითქოსდა გორში, 8 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულს ამნისტია შეეხო და ციხე ასე დატოვა

6-11-2018

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, გია ვოლსკის განცხადებით, ოპონენტები მიზანმიმართულად ცდილობენ, რომ  მოსახლეობა და ოჯახის წევრები შეცდომაში შეიყვანონ, თითქოსდა გორში, მცირეწლოვანი გოგონას მკვლელობაში ბრალდებულს ამნისტია შეეხო და ციხე ასე დატოვა.

 

მისივე თქმით, რომ არა საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ინდივიდუალური შეწყალების აქტი იაგო ნებიერიძე სასჯელს 2025 წლამდე მოიხდიდა.

 

 

“რამდენიმე დღეა ოპონენტები მიზანმიმართულად იტყუებიან და ცდილობენ, რომ მოსახლეობა და ოჯახიც შეცდომაში შეიყვანონ, თითქოსდა გორში, მცირეწლოვანი გოგონას მკვლელობაში ბრალდებულს ამნისტია შეეხო და ციხე ასე დატოვა.


რეალურად, ამ შემთხვევამდე, იაგო ნებიერიძე ორი მუხლით იყო გასამართლებული და მსჯავრდებული, ამ მუხლებს კი ამნისტია არ ეხებოდა! ასეთ პატიმრებს, ციხეში არსებული სასტიკი პირიბებისა და სისტემური ძალადობის გამო, სასამართლომ სასჯელი 4 წლით შეუმცირა. თუმცა, მიუხედავად ამისა, იაგო ნებიერიძეს პენიტენციური დაწესებულება მაინც არ დაუტოვებია! პრეზიდენტის ინდივიდუალური შეწყალების აქტი შეეხო.


უფრო კონკრეტულად კი 2005 წლის დეკემბერში, 11 წლის არასრულწლოვნის გაუჩინარების ფაქტზე იაგო ნებიერიძეს ბრალი მხოლოდ თანხის გამოძალვისთვის წაუყენეს და 3 წელი მიუსაჯეს. მოზარდის გაუჩინარებაში იაგო ნებიერიძის სხვაგვარი მონაწილეობა გამოძიებამ ვერ დაადგინა.


3 წლიანი ვადის გასვლის შემდეგ, იაგო ნებიერიძე ისევ გარეთ გამოვიდა და ერთი წლის განმავლობაში თავისუფალი იყო. 2009 წელს იაგო ნებიერიძე ციხეში ყაჩაღობის გამო მოხვდა და ყაჩაღობისთვის და ძარცვის ბრალდებით 17 წელი და 4 თვე მიესაჯა.


გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 30 იანვრის განჩინებით სასჯელი შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა 13 წელი თავისუფლების აღკვეთა.

2013 წლის 1-ლ ივლისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებით  10 წელი თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.


2014 წელს ი.ნ.-ს პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელის მოხდის დროს, აკრძალული ნივთის უკანონო შეძენა-შენახვისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ სსკ 378-ე 2 პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიესაჯა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა, სასჯელის მოუხდელი ნაწილი 4 წელი 7 თვე 25 დღე და თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა 5 წლით 1 თვით 25 დღით.


27.12.2016 წლის საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით ი.ნ.-ს დარჩენილი საპატიმრო სასჯელი გაუნახევრდა. მან საპატიმრო მიმდინარე წლის 9 თებერვალს დატოვა.


რომ არა პრეზიდენტ მარგველაშვილის ინდივიდუალური შეწყალების აქტი ეს ადამიანი სასჯელს 2025 წლამდე მოიხდიდა.

 

 

სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს მკვლელობის გამო იხდიდა სასჯელს იაგო ნებიერიძე და „ქართულმა ოცნებამ“ ის გარეთ გამოუშვა. პედოფილიის და მსგავსი სიმძიმის დანაშაულის ჩამდენ პირებზე 2012 წლის ამნისტია არ გავრცელებულა. და ეს მარტივად შეიძლება გადამოწმდეს.

იაგო ნებიერიძემ სწორედ ამ გზით დატოვა ციხე!


ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ უღირსი საქციელია საზოგადოებისთვის სენსიტიური ასეთი საკითხის პოლიტიკური მანიპულაციებისთვის გამოყენება და „ქართული ოცნებისთვის“ მისამართით მსგავსი ცრუ ბრალდება“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.