17-11-2024
დღეს საქართველოს ფეხბურთელები დამარცხდებიან და გულიც არ დაგვწყდება, რადგან ერს უღალატეს დუმილით და კონფორმიზმით! - ამის შესახებ საქართველო-უკრაინის მატჩის დაწყებამდე, მირანდა ჯობავამ დაწერა, რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით, მეუღლესთან, „გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრ ვიტალი გუგუჩიასთან ერთად, დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს დაუპირისპირდა.
ჯობავას თქმით, ქართველი ფეხბურთელები დამარცხდებიან, რადგან ისინი ვეღარ იგრძნობენ მხურვალე მხარდაჭერას და გულშემატკივრობას. მისი თქმით, სულ ემახსოვრება, რა პოზიცია ჰქონდათ ფეხბურთელებს „ქვეყნისთვის ყველაზე გადამწყვეტ მომენტში“.
„საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, დღეს საქართველოს ფეხბურთელები დამარცხდებიან და გულიც არ დაგვწყდება, რადგან ერს უღალატეს დუმილით და კონფორმიზმით! დამარცხდებიან, რადგან ვერ იგრძნობენ მხურვალე მხარდაჭერასა და გულშემატკივრობას... სამწუხაროდ, მოლოდინი მხოლოდ ეს მაქვს... და სამუდამოდ მკიდია ფეხბურთი, რადგან სულ მემახსოვრება, რა პოზიცია ჰქონდათ ქვეყნისთვის ყველაზე გადამწყვეტ მომენტში!!! წყეულიმც იყოს ასეთი ნათამაშები და თუნდაც მოგებული ბურთი!!!“, - წერს მირანდა ჯობავა სოციალურ ქსელში.