გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

პრემიერი: „ნაციონალურმა მოძრაობამ" და „ახალმა" კანონის დარღვევით დაწერეს განცხადებები არშესვლასთან დაკავშირებით იმისთვის, რომ შემდეგ აღარ მოუწიოთ განცხადების დაწერა, ყველამ იცის, რომ მოუწევთ პარლამენტში შემოსვლა

18-11-2024

„ნაციონალურმა მოძრაობამ" და „ახალმა" კანონის დარღვევით დაწერეს განცხადებები პარლამენტში არშესვლასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


როგორც პრემიერმა აღნიშნა, სინამდვილეში ყველამ იცის, რომ მოუწევთ პარლამენტში შესვლა.


„მე მგონია, რომ ბოლოს ყველა შემოვა პარლამენტში. „ნაციონალურმა მოძრაობამ" და „ახალმა" კანონის დარღვევით დაწერეს განცხადებები არშესვლასთან დაკავშირებით და ეს გააკეთეს ერთი მარტივი მიზეზით, იმისთვის, რომ შემდეგ აღარ მოუწიოთ განცხადების დაწერა. ეს განცხადებები არ არის კანონიერი, ლეგიტიმური. სინამდვილეში ყველამ იცის, რომ მათ მოუწევთ პარლამენტში შემოსვლა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.