6-11-2018
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,კარწახი“, ,,ლაგოდეხი“ და ,,ქუთაისის აეროპორტი“, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების, საზღვარზე უკანონოდ შემოტანის მცდელობის 3 ფაქტი აღიკვეთა.
მათივე ცნობით, აღნიშნული შემთხვევები 1 და 3 ნოემბერს დაფიქსირდა.
„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, ირანის, თურქეთისა და საბერძნეთის მოქალაქეების, ე.ა.-ს, კ.კ.-სა და ჩ.ს.-ს კუთვნილი ბარგების დათვალიერებისას, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები (34 აბი) აღმოაჩინეს.
საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულებს გადაეცათ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.