გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

პრემიერ-მინისტრი ფოთის მე-8 საჯარო სკოლის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო

18-11-2024

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ ალექსანდრე წულაძესთან ერთად, ფოთის მე-8 საჯარო სკოლის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო, რომელიც დასრულების ეტაპზეა.


მინისტრმა მთავრობის მეთაურს განხორციელებული და მიმდინარე სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.


800 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის შენობა სრულად განახლდა. ამჟამად მიმდინარეობს გარე სპორტული მოედნის მოწყობა.


სკოლაში სასწავლო სივრცეების პარალელურად იფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, სპორტული დარბაზი, ბიბლიოთეკა, ექიმის კაბინეტი, რესურსოთახი და სხვა შესაბამისი სივრცეები.


სკოლა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. პროექტის ღირებულებამ 5 მილიონ ლარამდე შეადგინა.