გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

დიმიტრი ხუნდაძე: ცდილობენ სახელმწიფოს დემორალიზებას სახელმწიფო ინსტიტუტებზე და თანამდებობის პირებზე თავდასხმით - დანაშაულს შესაბამისი გამოძიება სჭირდება

18-11-2024

აღმაშფოთებელი ფაქტის მხილველი გავხდით ყველა და უცხოეთიდან არცერთი, თუნდაც შეშფოთებული განცხადება არავის მოუსმენია, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ, რითაც ცესკოში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.


მისი თქმით, მნიშვნელოვანია, დანაშაული სათანადოდ იყოს გამოძიებული.


„ძალადობა, ეს არის ადამიანის მიერ ჩადენილი დანაშაული, თუმცა მისი შინაარსი და მასშტაბები უფრო დიდია. ისინი ცდილობენ სახელმწიფოს დემორალიზებას სახელმწიფო ინსტიტუტებზე და თანამდებობის პირებზე თავდასხმით. აღმაშფოთებელი ფაქტის მხილველი გავხდით ყველა, მთელი საზოგადოება და უცხოეთიდან არცერთი თუნდაც შეშფოთებული განცხადება არავის მოუსმენია. ვფიქრობ, დანაშაულის ტოლფასია მისი წამქეზებელიც და დამდგმელი რეჟისორიც. საზოგადოებამ სწორი შეფასება უნდა გააკეთოს, მაგრამ, რა თქმა უნდა, უმთავრესია ხელისუფლების სწორი ქმედება, სამართლებრივი შეფასება. დანაშაულს შესაბამისი გამოძიება სჭირდება“, - აღნიშნა ხუნდაძემ.


ცნობისთვის, 16 ნოემბერს ცესკოში სხდომა დაპირისპირებით დაიწყო. „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა დავით კირთაძემ გიორგი კალანდარიშვილს შავი ფერის სითხე შეასხა.


მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.