6-11-2018
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტის გადაწყვეტილებით, 1-ლი ნოემბრიდან, მავთულხლართების მონტაჟი განახლდა. ამის შესახებ ინფორმაციას კომიტეტის პრეს-სამსახური ავრცელებს.
არაღიარებული რესპუბლიკის წარმომადგენლის ცნობით, სოფელ ბალთასთან, რომელიც ქარელის რაიონის სოფელ ატოცს ემიჯნება, დაახლოებით 1 კმ-იანი სიგრძის ბარიერი გაკეთდება.
მათივე ცნობით, ამის მიზეზი, ე.წ. სამხრეთ ოსეთის საზღვრის უკანონო გადაკვეთის ფაქტების გახშირება გახდა. ,,ეხო კავკაზას" ცნობით, გამყოფ ხაზს უმეტესად დე-ფაქტო რესპუბლიკაში მცხოვრები მოქალაქეები არღვევენ.
,,წელს დაკავებული 460 პირს შორის 90% არის სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის მოქალაქეები" -ციტირებს უშიშროების კომიტეტის განცხადებას ,,ეხო კავკაზა"
უშიშროების კომიტეტის ცნობით, ოქტომბერში, გამყოფი ხაზის გადაკვეთის ბრალდებით, ცხინვალის იზოლატორში 58 მოქალაქე მოხვდა. აქედან 44 პირი დაჯარიმა, 4-ს ადმინისტრაციული სახდელი დაედო, 2 ჯარიმის გარეშე გათავისუფლდა. ხოლო 8 პირს გაფრთხილება მისცეს.
,,ეხო კავკაზასთვის" მიცემულ ინტერვიუში ცხინვალელი ჟურნალისტი თემურ ცხურბათი აცხადებს, რომ ძირითად შემთხვევებში აკავებენ მოხუცებულ ადამიანებს, რომლებიც ტრადიციებს ვერ ღალატობენ და ახლობლების სანახავად გადადიან მეორე მხარეს. იგი ფიქრობს, რომ ბოლო დროს ცხინვალის მიერ გამკაცრებული ზომები, სწორედ, ასეთი ადამიანების წინააღმდეგა მიმართული.
დე-ფაქტო რესპუბლიკის მთავრობამ ჯარიმების ოდენობა 20 ათას რუბლამდე გაზარდა.