გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ნათია თურნავა ამერიკული და გლობალური საინვესტიციო კომპანიების ინვესტორებს შეხვდა

18-11-2024

საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლები ამერიკული და გლობალური საინვესტიციო კომპანიების ინვესტორებს შეხვდნენ. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.


შეხვედრაში მონაწილეობდნენ J.P. Morgan-ის, Morgan Stanley-ის, Vontobel-ის, Currency Exchange Fund-ის, Bank of America-სა და Janus Henderson Investors-ის მაღალი რანგის მენეჯერები.


შეხვედრაზე სების გუნდმა საინვესტიციო კომპანიების წარმომადგენლებს ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობის, ძლიერი ეკონომიკური ფუნდამენტებისა და ფინანსური სტაბილურობის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.


აღინიშნა, რომ საქართველოში ფასების სტაბილურობა ნარჩუნდება, ინფლაცია უკვე 19 თვეა, 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბლაა და რომ ეს შედეგი, პირველ რიგში, სწორი მონეტარული პოლიტიკის დამსახურებაა.


ამასთან, ხაზი გაესვა მაღალ ეკონომიკურ ზრდას და ზრდის პერსპექტივებს. აღინიშნა, რომ ეკონომიკური ზრდა ძლიერია და 2024 წლის სექტემბერ-ოქტომბერში საშუალო ზრდამ 9.8% შეადგინა.


შეხვედრაზე ნათია თურნავამ სტუმრებს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს საბანკო სექტორზე და აღნიშნა, რომ საბანკო სექტორში ჯანსაღი მდგომარეობა ნარჩუნდება, უმოქმედო სესხები დაბალ დონეზეა, ხოლო მომგებიანობა კვლავ მაღალ დონეზეა.


მისივე თქმით, ჯანსაღი საკრედიტო ზრდის ფონზე სები აგრძელებს დოლარიზაციის შემცირების მიმართულებით ზომების მიღებას, რაც ფინანსურ სტაბილურობასა და მდგრად ზრდას უზრუნველყოფს.


ნათია თურნავას განცხადებით, გასულ წელს აშშ-დან პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 182 მლნ. დოლარი შეადგინა. მისივე თქმით, საქართველო აფასებს ხანგრძლივ ურთიერთობას აშშ-სთან და ამერიკელი ინვესტორების ნდობას საქართველოსადმი.


სტუმრებისთვის საქართველოს ფინანსური ბაზრების სტაბილურობისა და მაკროეკონომიკურ გარემოს შესახებ პრეზენტაციები გამართეს სების მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შალვა მხატრიშვილმა და ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დავით უტიაშვილმა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სების ვიცე-პრეზიდენტები ეკატერინე მიქაბაძე და ეკატერინე გალდავა.