გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ნათია თურნავა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლებს შეხვდა

18-11-2024

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური ინსტიტუტების მმართველ დირექტორს ფრენსის მალიჟს და ცენტრალური აზიის, კავკასიისა და თურქეთის ფინანსური ინსტიტუტების დირექტორს გიორგი ორლოვს შეხვდა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.


შეხვედრაზე საუბარი საქართველოს საფინანსო სექტორში არსებულ ვითარებასა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან დაფინანსების საკითხების განხილვას დაეთმო.


ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლებს სების მიერ ბოლო წლებში საბანკო ზედამხედველობის ჩარჩოს გასაძლიერებლად გატარებული მნიშვნელოვანი რეფორმები გააცნო, რომელიც სრულ შესაბამისობაშია ბაზელი III-ის სტანდარტებსა და ევროდირექტივებთან.


როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, ეროვნული ბანკი მიესალმება საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტების ინიციატივებს საქართველოს ფინანსური სექტორის განვითარებაში.


„დიდად ვაფასებთ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან (IFI) და EBRD-თან პარტნიორობას, რაც გადამწყვეტ როლს ასრულებს საქართველოს სოციალური და ეკონომიკური პროგრესის მხარდაჭერაში, ასევე მისი ფინანსური სექტორის განვითარებაში“, - განაცხადა ნათია თურნავამ.


BRD-ის ფინანსური ინსტიტუტების მმართველმა დირექტორმა მზადყოფნა გამოთქვა, რომ ბანკი მომავალშიც გააგრძელებს ფინანსურ სექტორში მნიშვნელოვანი რეფორმების მხარდაჭერასა და ტექნიკურ დახმარებას.


დღეისათვის EBRD-ის საქართველოში 5.3 მილიარდი ევროს ინვესტიცია აქვს, რითაც ქვეყანაში 301 პროექტს აფინანსებს. EBRD-ის არსებული აქტიური პორტფელი 79 პროექტს მოიცავს, საერთო ჯამში 1.2 მილიარდი ევროს ღირებულებით. მიმდინარე პორტფელის 32% საფინანსო ინსტიტუტებზეა გამოყოფილი.


შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სების ვიცე-პრეზიდენტები ეკატერინე მიქაბაძე და ეკატერინე გალდავა.