გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

სვიმონ ჯანგულაშვილი: ხელისუფლებავ! თუ არ განდევნი სამუდამოდ პოლიტიკიდან ნაცებს, დაგვენგრევა თავზე ქვეყანა!

19-11-2024

დირიჟორი, საზოგადოება „ქართულის“ თანადამფუძნებელი სვიმონ ჯანგულაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვის აუცილებლობაზე საუბრობს.


„ევროკავშირში გვინდა საქართველოს შესვლაო და ამიტომ ვართ წინააღმდეგები ამ ხელისუფლების და მხარს ვუჭერთო სააკაშვილს, გვარამიას, გახარიას და ლელოსო...


და ეგენი თავის დროზე ასოცირების ხელშეკრულების წინააღმდეგ მუშაობდნენ, მერე - უვიზო რეჟიმის წინააღმდეგ მუშაობდნენ, მერე კანდიდატის სტატუსი არ მოაცემინეს ევროპელებს, და როცა დაგვიანებთ მოგვცეს, ყვიროდნენ, არ ვართ ღირსებიო.


ახლა, იმის გამო, რომ ქართველთა უმრავლესობას თავი მოგვახვიონ და ჩვენთან გამეფდნენ კვლავ და სააკაშვილი და გვარამია გაამეფონ, ევროკავშირს მიმართეს, ინტეგრაცია შეაჩერეთო, უვიზო რეჟიმი გაუუქმეთო, ფული შეუჩერეთო.


ანუ, ევროკავშირში შესვლის წინააღმდეგ გამოდიან წლებია, იმ ლოზუნგით რომ ევროკავშირში უნდათ საქართველოს შეყვანა? ცხადია, აბსურდია. ევროკავშირი მათ სჭირდებათ ისეთივე ფასადად, როგორც სააკაშვილს ჰქონდა ფასადად დემოკრატია და ლიბერალიზმი და სინამდვილეში ერთი აზიატი სადისტი სულთანი იყო. " - წერს სვიმონ ჯანგულაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე და პარალელს 1990 იან წლებში განვითარებულ მოვლენებთან ავლებს.


„ზვიად გამსახურდიამ თქვა ერთხელ ჭანტურია-წერეთელ-ბაქრაძეებზე - მათ ეროვნული მოძრაობა კი არ უყვართ, თავიანთი თავი უყვართ ეროვნულ მოძრაობაშიო... მერე შეეკრნენ ისინი შევარდნაძეს, ის - ელცინს, ბუშს, გენშერს, ბეიკერს და ჩამოაგდეს ზვიადი... და რაც ვითომ ზვიადმა "დააშავა" ან უნდა დაეშავებინა, ამაზე მილიონჯერ მეტი ავნეს სამშობლოს. ასეა ეს ჩვენი ოპოზიციური კვარტეტიც - ევროკავშირი მათთვის მხოლოდ საბაბია და საშუალება, რომ საქართველოს მეფეები გახდნენ, ქართველთა უმრავლესობის ნების, რწმენის, ღირებულებების და მენტალიტეტის საწინააღმდეგოდ, თავზე მოგვაჯდნენ და გვაწამონ და გვარბიონ და გამდიდრდნენ. უარესად დაშალონ საქართველო, ოლიგარქატი - მილიარდერ სააკაშვილის, კეზერაშვილისა და ნაყოფიას და მსგავსი რუსი ოლიგარქების მმართველობა დაამყარონ... ხოდა, თქვენ გეკითხებით, ნაცების მხარდამჭერებო, ვითომ ევროკავშირი რომ გსურთ, ამაზე რას ფიქრობთ? ოღონდ სააკაშვილმა და გვარამიამ მართონ საქართველო და დაე, დღეს "დროებით" დავშორდეთ ევროპას ხო? ვიცი ამაზე ატატყანდებით და ატყაჭავდებით - "ბიძინამ უკვე დაგვაშორაო"... როგორ დაგვაშორა? თქვენ ჩალიჩობთ ყველაფერს, რომ კეზერაშვილის და სააკაშვილის ფულით ნაყიდი უსინდისო ევროპელი პოლიტიკოსების მეშვეობით, დღეს დაჩაგროთ და დააზარალოთ ქართველი ერი, მოსწყვიტოთ ქართველი ადამიანი იმ სიკეთებს რაც სწორედაც რომ "ქართულმა ოცნებამ" და ივანიშვილმა მოუტანეს საქართველოს - მათ შორის, ევროინტეგრაციას, უვიზო რეჟიმს, ყველანაირ თანამშრომლობას და სიახლოვეს ევროპასთან.


ჩალიჩობთ, რომ ეს ყველაფერი დავკარგოთ.


იმედი გაქვთ, რომ ამით ქართველების უმრავლესობა აჯანყდება და მერე თქვენ მოგვევლინებით მხსნელებად და "დაგვიბრუნებთ" იმას, რაც სინამდვილეში ამ ხელისუფლებამ მოიტანა (მსგავსი რამ დენზე ერთხელ ხომ უკვე ჩაგვიტარა სააკაშვილმა). ბოროტი მანიპულატორები ხართ.


და ევროპელ გაყიდულ პოლიტიკოსებს კი, რომლებსაც ერთი სული აქვთ, რუსეთთან კეთილი ურთიერთობა აღადგინონ და რამე დაუთმონ, რომ ისევ ჰქონდეთ იაფი ენერგო-რესურსები და სიმშვიდე თავიანთ ქვეყანაში, მეტი რა უნდათ? ითამაშებენ ორმაგ თამაშს. "ნწუ ნწუ ნწუ ნწუ"-ო, იტყვიან.. ჰკიდიათ ყველაფერი მათაც საკუთარი მიზნების გარდა... საქართველო ჰგავს ბავშვს "კავკასიური ცარცის წრიდან"... შუაზე იგლიჯება პოლიტიკოსების ბოროტების გამო... ხელისუფლებავ! თუ არ განსდევნი სამუდამოდ პოლიტიკიდან ნაცებს, დაგვენგრევა თავზე ქვეყანა! პარტიას თუ ვერ აკრძალავთ რაიმე ობიექტური ან სუბიექტური მიზეზის გამო, მაშინ, მიიღეთ კანონი, რითაც ნებისმიერ დანაშაულში ბრალდებულ პირს 20-30 წლით აეკრძალება პოლიტიკაში, საჯარო სამსახურში და მედიაში მუშაობა და მათზე ირიბი ან პირდაპირი ზეგავლენა! ესაა ერთადერთ გამოსავალი, დაე, თუნდაც ამის გამო თქვენს შორის რომელიღაცასაც აღეკვეთოს პოლიტიკაში ყოფნა. ნაცები ანგრევენ საქართველოს. კართაგენი უნდა დაინგრეს!."


სვიმონ ჯანგულაშვილი კულტურის სფეროს იმ წარმომადგენლებსაც მიმართავს, რომლებიც წლების მანძილზე რუსეთში მართავდნენ ღონისძიებებს, დღეს კი ნაციონალებს უჭერენ მხარს:


„ვიცი, რომ აი ამ დირიჟორს, ცხოვრებაში ბეთჰოვენის ერთ სიმფონიაც კი რომ არ შეუსრულებია, ან იმ, ლაშა ბუღაძესავით, დამწყებობასა და უჭკნობ სიჭაბუკეში ჩარჩენილ ნიჭიერ რეჟისორს, რომელიც მთელი ცხოვრება გენიოსებს ებრძვის ან იყენებს (ისე, რომ მათ მაგინებლებთან ძმაკაცობს), ან მის უნიჭო კოლეგებს, ან ისტერიულ მსახიობებს თუ ისტერიულ პიანისტებს, აგრეთვე - რუსეთში გამილიონერებულ და დღეს ყველაზე დიდ ანტი-რუსად ქცეულ მომღერალ-დირიჟორებს ჰკიდიათ ეს ყველაფერი რასაც ვლაპარაკობ. ისინი ჩალიჩობენ, რომ როგორმე ხელისუფლებისაგან დევნილებად წარმოაჩინონ თავი რომ მერე სარფიანად გაიყიდონ ევროპაში. და იქ "იმოღვაწეონ"... მთელი მათი "ბრძოლის" არსიც ესაა - უნდათ რომ მთავრობებისაგან დევნილი რობერტ სტურუები და კირილ სერებრენნიკოვები იყვნენ. და ის ავიწყდებათ, რომ სტურუაც და სერებრენნიკოვიც თავიანთი ტალანტის, პროფესიონალიზმისა და ჰუმანიზმის, ადამიანობის, სიკეთის გამო არიან დიდები და არა ისტერიული პოლიტიკური აქტივიზმისა, რაც მხოლოდ ერთი გამოვლინება და ნაწილია მათი მსოფლმხედველობისა... სტურუა და სერებრენნიკოვი არასდროს არ დამდგარან მკვლელების მხარეს, თქვენგან განსხვავებით, ჩემო ტყაჭაჭოებო! ეს მთავრობა თუ საოკუპაციო მთავრობაა, თუ ისინი უდრიან პუტინს, მაშინ ყველანი უნდა აჯანყდეთ პერმანენტულად, ტყაჭებო, მათთან არ უნდა ითანამშრომლოთ, როგორც თქვენ ამბობთ - არ უნდა "იკოლაბორანტოთ" და მათგან მსუყე ჰონორარები ან ხელფასები არ უნდა აიღოთ - წლის მანძილზე თუ თბილისობა-ახალ წლებზე... მაგრამ, ყველაზე კარგად და ახლოდან გიცნობთ. ყალბი, პაწია გოგუცუნები ხართ. გლაშა ბუღაძესა და რიტა ამაღლობელივით - ყველასგან სარგებლის მიღება არის თქვენი კრედო - შევარდნაძისგანაც, ბიძინასგანაც, მიშასგანაც, კეზერაშვილისგანაც, ხაზარაძისგანაც, ევროპისგანაც, ამერიკისგანაც, რუსეთისგანაც... თუ რა, არ გიმღერიათ და გიმუზიცირიათ პუტინთან და პრიმაკოვთან და მათ დიდკაცებთან?


და დღეს მხარში უდგახართ ხალხს, ვინც პირდაპირი ბოროტი მანიპულაციით ავიწროებს და ჩაგრავს თავის ერს, თავის სამშობლოს, რომ ამის მეშვეობით "სახალხო აჯანყების" ყალბი (თქვენს შემოქმედებასავით არაფრის-მთქმელი და ყალბი) სურათი შექმნან და ამის მეშვეობით, თანამედროვე ბუშების, ბეიკერებისა და გენშერების დახმარებით, სამუდამოდ თავზე მოაჯდნენ საქართველოს...


მაგრამ შევარდანაძესთან მათი და თქვენი შედარება მკრეხელობაცაა... სად მისი კულტურა, ნიჭი და გაქანება და სად გვარამია-ჩაჯვის ისტერიკა და სააკაშვილის ღორული, გაუმაძღარი ბუნება... სხვა ოდიოზურ პოლიტიკანებზე არაფერს ვამბობ.


P.S. მე ვინ ვარ, მაგრამ, მაინც, ჩემი წილი ზიანი რომ არ მიმეყენებინა, შექმნის დღიდან ერთი ცუდი სიტყვა არ მითქვამს გახარიაზე, "ლელოზე" და რაც ოპოზიციონერი გახდა - ზურაბიშვილზე. იმედი მქონდა, რომ მესამე ძალად ჩამოყალიბდებოდნენ და ნაცებს არ შეეკვრებოდნენ, სააკაშვილისა და გვარამიას მარიონეტებად არ იქცეოდნენ, დაარღვევდნენ ამ 21 წლიან ჩაკეტილ წრეს... არადა, ჩვეულებრივი უნიჭო ტყაჭები აღმოჩნდით. თქვენივე კვლევებით რა პროცენტიც გქონდათ, ის აიღეთ არჩევნებში და მაინც ჩაებით უნიჭო გვარამიას ისტერიკებში. და მას და სააკაშვილს გვერდში უდგახართ თქვენი სამშობლოს და ხალხის დაჩაგვრის ამ ბოროტ მანიპულაციაში...


ხოდა, თქვენც ჩაირეცხებით. ტყაჭაჭოებო... ღმერთო, მოხედე ამ ჩვენს ტანჯულ და ყველასგან მიტოვებულ, ჩვენგანვე დანგრეულ და ნაღალატევ სამშობლოს, რადგანაც, „მას არა დაუშავებია-რა“... წერს სვიმონ ჯანგულაშვილი სოციალურ ქსელში.