გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის სანქციების დაწესებასა და ქვეყნისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ვერ შეთანხმდნენ - ინიციატივა უნგრეთმა, სლოვაკეთმა, იტალიამ და ბულგარეთმა დაბლოკეს

19-11-2024

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, 18 ნოემბრის შეხვედრაზე, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის სანქციების დაწესებასა და საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.


რადიო თავისუფლების ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის სანქციების დაწესებას უნგრეთი და სლოვაკეთი ეწინააღმდეგებიან, ეჭვს გამოთქვამენ ბულგარეთი და იტალიაც. თავის მხრივ, გერმანია წინააღმდეგია, რომ ევროკავშირმა საქართველოს უვიზო მიმოსვლა შეუჩეროს.


"[საქართველოს] საკითხზე ცალსახა გადაწყვეტილება არ მიღებულა. იყო ფართო დისკუსია“, - თქვა საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იან ლიპავსკიმ.


ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის აზრთა სხვადასხვაობა გამოავლინა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარეკ ეშტოკის კომენტარმაც, რომელსაც ასევე, რადიო თავისუფლება ავრცელებს.


„ჩვენ მივიღეთ ქართველი ხალხის გადაწყვეტილება. ეს ლეგიტიმური გადაწყვეტილებაა. გვესმის, რომ იყო გარკვეული პრობლემები, მაგრამ ამას საქართველოს ხელისუფლებამ უნდა მიხედოს“, - განაცხადა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.