გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

მამუკა მდინარაძე „ქრონიკის“ გადამღები ჯგუფისთვის ხელის შეშლის ფაქტზე: ორმაგი, ასმაგი და ათასმაგი სტანდარტი უნდა აღმოიფხვრას და რასაც ვუყურებთ ტელევიზიის საშუალებით, იმას უნდა მიეცეს სამართლებრივი შეფასება

19-11-2024

ეს ორმაგი, ასმაგი და ათასმაგი სტანდარტი უნდა აღმოიფხვრას და რასაც ვუყურებთ ტელევიზიის საშუალებით, იმას უნდა მიეცეს სამართლებრივი შეფასება და მეორედ ვეღარავინ გაბედავს იგივე მარაზმული ქმედების ჩადენას, - ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „ქრონიკის“ გადამღები ჯგუფებისთვის ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლისა და შეურაცხყოფის ფაქტები.


„სიმართლე ძალიან სტკივათ და როგორც ჩანს „იმედისგან“ ეს სიმართლე ძალიან აწუხებთ. როდესაც ასეთი ფაშისტური მიდგომები არის, ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში ამას ყველგან უპირისპირდება კანონი.


ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. ჩვენ უნდა გავთავისუფლდეთ იმ კომპლექსებისგან, ვიღაცამ რაღაცა არ თქვას, მათ შორის გარედან ვიღაცამ არ დაგვტუქსოს, რომ ეს რაღაც პროტესტის გამოხატვის ფორმა იყო. დანაშაული და ქმედება, რომელიც თავისი არსით იძენს დანაშაულის ხასიათს და ყველა მაჩვენებლით წარმოადგენს დანაშაულის შემადგენლობას უნდა დაკვალიფიცირდეს ასეთად. რადგან ამ შემთხვევაში, სავარაუდო დანაშაულთან გვქონდა საქმე, ეს არის ფაქტი, რომელიც ქართულმა საზოგადოებამ დღეს დილით „ტელემედის“ საშუალებით იხილა.


ამას სჭირდება სამართლებრივი რეაგირება და მე მოვუწოდებ ყველას, რაც ვნახეთ ტელეკამერების წინ, იმას ობიექტური, სამართლებრივი შეფასება მოჰყვეს და მერე ყველაფერს თავის სახელი დაერქმევა.


არ შეიძლება ასე, ხან ხელს, ხან დროშას უფარებდნენ, ხელს უშლიდნენ და ამაზე რეაგირება არ იყოს. მერე ნაცმედიის რომელიღაცა წარმომადგენელს ვიღაცა რაღაცას ეტყვის და იკივლებენ და იწივლებენ, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელს გვიშლიანო. ეს ორმაგი, ასმაგი და ათასმაგი სტანდარტი უნდა აღმოიფხვრას და რასაც ვუყურებთ ტელევიზიის საშუალებით იმას უნდა მიეცეს სამართლებრივი შეფასება და მეორედ ვეღარავინ გაბედავს იგივე მარაზმული ქმედების ჩადენას“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.


აქციის მონაწილეები „იმედის“ გადამღებ ჯგუფს პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელს უშლიან.


გამთენიისას, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც აქციის მონაწილეებს მოუწოდა, გაათავისუფლონ ჭავჭავაძის გამზირისა და ვარაზისხევის მიმდებარე ტერიტორია ხელოვნურად აღმართული კონსტრუქციებისგან და პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ ფარგლებში.


ამის შემდეგ სამართალდამცველებმა ჭავჭავაძის გამზირისა და ვარაზისხევის მიმდებარე ტერიტორიიდან კარვები და ის ტრანსპორტი გაიტანეს, რომლითაც აქციის მონაწილეებს გზის სავალი ნაწილი ჰქონდათ ჩახერგილი. დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა კი ტერიტორია მოაწესრიგეს, ხოლო აქციის მონაწილეებმა მელიქიშვილის გამზირზე გადაინაცვლეს.


ვარაზისხევში რადიკალური ოპოზიციის მომხრეებმა კარვების გაშლა კვირას გვიან ღამით დაიწყეს. „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერებმა მხარდამჭერებთან ერთად ვარაზისხევი, ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირი, ასევე კეკელიძის ქუჩა გადაკეტეს და 24-საათიანი უწყვეტი პროტესტი დააანონსეს. თსუ-ის მიმდებარედ, ცენტრალურ სავალ გზაზე კი კარვები გაშალეს - სულ, დაახლოებით, 30-მდე კარავი.