გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

მამუკა მდინარაძე: კონკრეტულს ვერაფერს ამბობენ და ამიტომ ზოგადად უნდა იძახონ, რომ გაყალბებულია, შეიტანონ სარჩელები და თავიანთ პატრონებს დაანახონ, რომ რაღაცას აკეთებენ

19-11-2024

რაღაც უნდა იმოქმედონ, სხვა გზა არ აქვთ. მართლა საცოდავ მდგომარეობაში არიან, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ, რითაც უპასუხა ჟურნალისტიკის კითხვას - რა არის სალომე ზურაბიშვილის სარჩელის მიზანი.


მისი თქმით, სარჩელის მიზანია თავისი პატრონების დარწმუნების მცდელობა, რომ სანიმუშოდ ასრულებენ დავალებებს, რაღაც ბარიერებს ქმნიან და ასევე, თავისი მომხრეების მოტყუება.


„მცდელობა თავისი პატრონების დარწმუნების, რომ სანიმუშოდ ასრულებენ დავალებებს, რაღაც ბარიერებს ქმნიან და თავისი მომხრეების მოტყუება - ეს არის. რაღაც უნდა იმოქმედონ, სხვა გზა არ აქვთ. მართლა საცოდავ მდგომარეობაში არიან, რადგან არწმუნებდნენ საზოგადოებას, რომ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა 25-30% იყო. „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო 54%. ახლა ან ის უნდა თქვან, რომ ამდენი ხანი საზოგადოებას ატყუებდნენ, ან უნდა თქვან, რომ გაყალბდა. ფაქტები ვერ მოაქვთ, მაგრამ რომელიმე ვერსიაზე მაინც ჩამოყალიბდნენ, როგორ შეიძლება ელექტრონულ არჩევნებში 300 000 ხმა გაყალბდეს. კონკრეტულს ვერაფერს ამბობენ და ამიტომ ზოგადად უნდა იძახონ, რომ გაყალბებულია, შეიტანონ სარჩელები, რაღაცები იმაიმუნონ და თავიანთ პატრონებს დაანახონ, რომ რაღაცას აკეთებენ. უბრალოდ კედლებს ეხეთქებიან, არც გეგმა აქვთ, არც სტრატეგია“, - აღნიშნა მდინარაძემ.