21-11-2024
საკვალიფიკაციო ტესტირება ვეტერინარიის მიმართულებით, წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის ჭირის დიაგნოსტიკა სეროლოგიური და მოლეკულური ბიოლოგიის მეთოდებით ჩატარდა.
საერთაშორისო ტესტირება ორგანიზებული იყო ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსა (IAEA) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მხარდაჭერით.
საკვალიფიკაციო ტესტირების ფარგლებში, ლაბორატორიამ მიიღო საგამოცდო პანელი, რომელიც გამოიკვლიეს ახალციხის ზონალური დიაგნოსტიკური ლაბორატორიის სპეციალისტებმა და დაიმსახურეს 100% შეფასება, რაც ადასტურებს, რომ ლაბორატორიას აღნიშნული დაავადების ზუსტი იდენტიფიკაცია შეუძლია.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ქსელში შემავალი რეგიონული ლაბორატორიები აქტიურად არიან ჩართული კვალიფიკაციის ასამაღლებელ აქტივობებში. სპეციალისტები ყოველწლიურად წარმატებით გადიან პროფესიულ საკვალიფიკაციო ტესტირებებსა და სწავლებებს.
დამატებითი ინფორმაცია ლაბორატორიაში არსებული სერვისებისა და ფასების შესახებ იხილეთ ვებგვერდზე - http://sla.gov.ge/Ge/Tariffs