6-11-2018
საქართველოს პარლამენტის წევრის, ნინო გოგუაძის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმ ფაქტორითაც, რომ მმართველი გუნდისთვის ბიძგი მიეცა.
“ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია, განსაკუთრებით მეორე ტური, როდესაც პირველი ტურის შედეგებმა მმართველ ძალასაც და მთლიანად პოლიტიკურ სპექტრს გარკვეული დასკვნების გაკეთების შესაძლებლობა მისცა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მთელი გუნდი მობილიზებულია იმისთვის, რომ ამომრჩეველთან ახლა სწორი კომუნიკაცია იყოს. უფრო აქტიური იყოს თითოეული მაჟორიტარი, პარლამენტარი იმისთვის, რომ საზოგადოებას სწორედ იმ საჭიროებებზე ვესაუბროთ, რასთან დაკავშირებითაც მათი გზავნილი ჩვენ მივიღეთ. მე ვფიქრობ, რომ ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანი იყო თავისი შინაარსით თუნდაც იმისთვის, რომ ბიძგი მიეცა მმართველი გუნდისთვის, მმართველი გუნდის წარმომადგენლებისთვის იმისთვის, რომ იმ საჭიროებებზე ყურადღება უფრო მეტად მიექციათ, რაც თითქოს გამოგვრჩა მხედველობიდან.
მიუხედავად იმისა, რომ მე თვითონ მაჟორიტარი ვარ, მე თვითონ მქონდა ინტენსიური შეხვედრები არასაარჩევნო პერიოდში და მქონდა წარმოდგენა, რა თქმა უნდა, დღის წესრიგი რა არის ჩვენი მოსახლეობის, ვფიქრობ რომ კიდევ უფრო მეტი არის საჭირო ამ მხრივ ამომრჩეველთან, ჩვენს მოქალაქეებთან კომუნიკაცია და მნიშვნელოვანი არის ის, რომ რეალურად სწორად დავინახოთ ის, რა პოლიტიკური პროცესების წინაშე შეიძლება დაგვაყენოს ამ საარჩევნო პროცესმა,” - განაცხადა ნინო გოგუაძემ.