გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

IBTM-ის წლევანდელი გამოფენა საკმაოდ პროდუქტიული აღმოჩნდა, საქართველოს მიმართ ინტერესი ძალიან დიდია-სასტუმრო პარაგრაფი თბილისი

21-11-2024

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო ბარსელონას საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს.


IBTM World 2024-ზე საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს  წევრი 7 კომპანია, ასევე  აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტია წარმოდგენილი.


  IBTM-ზე საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობაზე საუბრობს სასტუმრო პარაგრაფი თბილისის გაყიდვების დირექტორი თამუნა ჩხეიძე.  


„IBTM-ის წლევანდელი გამოფენა საკმაოდ პროდუქტიული აღმოჩნდა, შარშანდელთან შედარებით საქართველოს მიმართ ინტერესი ძალიან დიდია. ძველ ბაზრებთან ერთად გამოიკვეთა ინტერესი ახალი ბაზრებიდანაც, დღეში დაახლოებით 8-10 შეხვედრა გავმართეთ,  ეს ნიშნავს რომ საქართველოსადმი ინტერესი იზრდება სულ უფრო და უფრო. განსაკუთრებული ინტერესია კორპორაციული შეხვედრების, დიდი ჯგუფების თავისი ღონისძიებებით, რაც არამარტო ქვეყნისთვის, არამედ სასტუმროსთვისაც ძალიან შემოსავლიანი იქნება, რადგან გლობალურად დიდი ღონისძიებების ჩატარებას გეგმავენ“,-განაცხადა თამუნა ჩხეიძემ.


IBTM World 2024-ზე მსოფლიოს 150-ზე მეტი ქვეყნიდან 2400-ზე მეტი კომპანია და ორგანიზაციაა წარმოდგენილი.