გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

მამუკა მდინარაძე: „ქართული ოცნების“ პრემიერობის კანდიდატი ირაკლი კობახიძე იქნება, პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილია შალვა პაპუაშვილი

21-11-2024

ჩვენი წესდების თანახმად, პარტიის საპატიო თავმჯდომარეს აქვს უფლებამოსილება, წარადგინოს პრემიერობის კანდიდატი და არ იქნება, ალბათ, განსაკუთრებული სიურპრიზი ის, რომ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა წარმოადგინა პრემიერობის კანდიდატად ბატონი ირაკლი კობახიძე და, ბუნებრივია, პოლიტსაბჭოს მხრიდან მხარდაჭერილი იქნა სრულად. ასევე, ფრაქცია „ქართული ოცნება“ შალვა პაპუაშვილის კანდიდატურას წარადგენს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე , - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.


მდინარაძის თქმით, მმართველი გუნდი პარლამენტში პირველი სხდომის ჩანიშვნის შემდეგ პრეზიდენტის არჩევნების თარიღსაც განსაზღვრავს.


„როგორც უკვე მოგეხსენებათ, გაიმართა პოლიტსაბჭოს სხდომა, სადაც მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან ერთად განვიხილეთ, გავიარეთ სხვადასხვა საკითხები წლის ბოლომდე. ეს შეეხება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, შეეხება საბიუჯეტო დაგეგმარების საკითხს საქართველოს პარლამენტში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კანდიდატურას, ასევე, მთავრობის დამტკიცებას და მათ შორის ასევე, პრეზიდენტის არჩევნების დანიშვნის საკითხს.


როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი წესდების თანახმად, პარტიის საპატიო თავმჯდომარეს აქვს უფლებამოსილება, წარადგინოს პრემიერობის კანდიდატი და არ იქნება, ალბათ, განსაკუთრებული სიურპრიზი ის, რომ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა წარმოადგინა პრემიერობის კანდიდატად ბატონი ირაკლი კობახიძე და, ბუნებრივია, პოლიტსაბჭოს მხრიდან მხარდაჭერილი იქნა სრულად.


ასევე, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფრაქცია „ქართული ოცნება“ შალვა პაპუაშვილის კანდიდატურას წარადგენს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე.

ასევე, ჩვენ გავიარეთ საბიუჯეტო საკითხები და მოგეხსენებათ, რომ გვაქვს ამ მიმართულებით ამბიციური გეგმები.


ასევე მოგეხსენებათ, რომ პრეზიდენტის არჩევნები უნდა იქნას ჩანიშნული პარლამენტის პირველი სხდომის შემდგომ, ამის კონკრეტული ვადა არის განსაზღვრული და უკვე ჩვენ მომდევნო დღეებში ამ თარიღსაც განვსაზღვრავთ, როდესაც პირველი სხდომა ჩაინიშნება საქართველოს პარლამენტში.

ეს არის ის სიახლეები, რაზეც ჩვენ დღეს პოლიტსაბჭოს სხდომაზე ვისაუბრეთ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.