გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ბრაკონიერმა თეთრიწყაროში, ფიტარეთის მონასტერთან შველი მოკლა

22-11-2024

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქვემო ქართლში უკანონო ნადირობის ფაქტი გამოავლინეს.  


უწყების ინფორმაციით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ფიტარეთის მონასტრის მიმდებარედ ბრაკონიერმა  შველი მოკლა. სამართალდამრღვევს თან ჰქონდა ორი გლუვლულიანი სანადირო იარაღი.


„სამართალდარღვევის შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა 5 ათასი ლარია.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გამოვლენილ ბრაკონიერობის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 301-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.


გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო ტყითსარგებლობის, ნადირობის, თევზჭერისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე“ - აცხადებენ უწყებაში.