გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციის მთავარი პრობლემა არის ის, რომ მათ ღირსება არ აქვთ

22-11-2024

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიციის მთავარი პრობლემა არის ის, რომ „მათ ღირსება არ გააჩნიათ“.


მისი თქმით, ოპოზიციამ საკუთარი თავი ჩიხში შეიყვანა, ან უარს იტყვიან მანდატებზე და ამით დაინგრევენ საკუთარ თავს, ან არ იტყვიან და დაიმცირებენ თავს.


„მათი საუბარი იმაზე, რომ მანდატებზე უარს იტყოდნენ, იყო ისეთივე თვალებში ნაცრის შეყრა, რასაც სხვა დროსაც აკეთებენ. საბოლოო ჯამში, ისინი ეძებენ გამოსავალს, მათთვის დამამცირებელი ეს ნაბიჯი როგორ გადადგან. მათ, საბოლოო ჯამში, ჩიხში დაიყენეს საკუთარი თავი. ორი არჩევანი აქვთ, ან უარს იტყვიან მანდატებზე და ამით დაინგრევენ საკუთარ თავს, ან არ იტყვიან მანდატებზე უარს და ამით დაიმცირებენ თავს.


ვფიქრობ, ჩვენი ოპოზიციის მთავარი პრობლემა არის ის, რომ მათ ღირსება არ აქვთ. როდესაც დგები სხვების სამსახურში, როდესაც ხარ უცხო ძალების ინტერესების გამტარებელი ამ ქვეყანაში, აქ, პირველი, რაც უნდა გააკეთოს ადამიანმა, არის ღირსებაზე უარის თქმა.


როცა პატრონების მითითებებით მოქმედებს ოპოზიცია, რა თქმა უნდა, ჩვენ იქ ღირსება არ უნდა ვეძებოთ. ამიტომ, როგორი იქნება დავალება, ზუსტად ისე მოიქცევიან. სინამდვილეში, მათთვის ეს შინაგან დისკომფორტს არ იწვევს, თავს დაიმცირებენ და როგორც თვითონ აქვთ შეფასებული, პუფებად შემოვლენ პარლამენტში. ეს კადრები ყველამ აუცილებლად უნდა ნახოთ, განსაკუთრებით მათმა ამომრჩეველმა, რომელსაც ვაფრთხილებდით თუ ვისთან ჰქონდათ საქმე.


საქმე ჰქონდათ აგენტურასთან, რომლებიც მოქმედებენ უცხო ქვეყნის დავალებით და ამ ხალხს საერთოდ არაფერი ქართული არ აინტერესებთ. ყველა მათმა ამომრჩეველმა ეს კადრები უნდა ნახოს, როცა უარს არ იტყვიან მანდატზე და კიდევ ერთხელ აღმოჩნდება თუ რამდენად უღირსი პოლიტიკოსები არიან დღეს ოპოზიციაში“, - აცხადებს პაპუაშვილი.