გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ლევან კოჭლოშვილი: 24 ნოემბერს ქალი ოპოზიციონერების მარშს ბაია პატარაია ჩაუდგება სათავეში, რომელიც საქართველოს ეკლესიისა და ჩვენი ტრადიციების მიმართ განსაკუთრებული სიძულვილით გამოირჩევა

22-11-2024

უსამშობლო აგენტები იქამდე მივიდნენ, რომ ქართველი ხალხისთვის კიდევ უფრო ნეგატიური პიროვნება ბაია პატარაია იყოს ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი. ყველამ კარგად ვიცით, რომ პატარაია გამოირჩევა საქართველოს ეკლესიისა და ჩვენი ტრადიციების მიმართ განსაკუთრებული სიძულვილით, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი ლევან კოჭლოშვილი, რომელიც 24 ნოემბერს გასამართ ქალების მარშს ეხმიანება.


როგორც კოჭლოშვილი აღნიშნავს, ცხადია, რომ პატარაიას ლიდერობით გასამართი მარში თავიდანვე განწირულია, თუმცა, ამ ფაქტმა გამოაჩინა, თუ რამდენად წაშლილია ზღვარი ოპოზიციასა და ე.წ. მდიდარ „ენჯეოებს“ შორის.


„24 ნოემბერს ქალი ოპოზიციონერების მარში გაიმართება, რომელსაც ბაია პატარაია ჩაუდგება სათავეში.


ოპოზიცია იმდენად განადგურებულია და საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა არა თუ მხარს უჭერს, არამედ მოქალაქეებს მათ მიმართ უკიდურესად ნეგატიური განწყობა აქვთ.


უსამშობლო აგენტები იქამდე მივიდნენ, რომ ქართველი ხალხისთვის კიდევ უფრო ნეგატიური პიროვნება ბაია პატარაია იყოს ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი. ყველამ კარგად ვიცით, რომ პატარაია გამოირჩევა საქართველოს ეკლესიისა და ჩვენი ტრადიციების მიმართ განსაკუთრებული სიძულვილით.

ყველასთვის ცხადია, რომ კოლექტიური ნაცმოძრაობის ახალი ლიდერის, მდიდარი „ენჯეოშნიკის“ წინამძღოლობით ოპოზიციის მარში თავიდანვე განწირულია.


კიდევ ერთხელ ნათლად გამოჩნდა, რამდენად წაშლილია ზღვარი ოპოზიციასა და მდიდარ „ენჯეოებს“ შორის“,- წერს ლევან კოჭლოშვილი სოციალურ ქსელში.