გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ჩიკაგოში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე U.S. PRIVATE LABEL TRADE SHOW ქართული სტენდი იყო წარმოდგენილი

22-11-2024

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქ. ჩიკაგოში, გამოფენაზე - U.S. Private Label Trade Show, ექვსმა ქართულმა კომპანიამ დამთვალიერებელს საკუთარი წარმოების სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია გააცნო.


საქართველოს სტენდზე წარმოდგენილი იყო კომპანიების: „აჩინებული“, „კულა“, „არომა პროდაქთსი“, „აქუა გეო“, „რუისპირი“ და „როიალნათსი“ წარმოების ორგანული წვენები, თხილი, ღვინო, წყალი, ხილისა და ბოსტნეულის საკონსერვო ნაწარმი.


გამოფენის გახსნას სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილე გიორგი ფანცულაია და დირექტორის მოადგილე გიორგი ჯიბლაძე ესწრებოდნენ.


U.S. Private Label Trade Show ერთ-ერთი უმსხვილესი გამოფენაა. მიმდინარე წელს გამოფენაში 1,700-ზე მეტმა ადგილობრივმა თუ საერთაშორისო კომპანიამ მიიღო მონაწილეობა 60-ზე მეტი ქვეყნიდან.