გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

თამარ ჩიბურდანიძე: რა წამოსცდა მიხეილ სააკაშვილს და რას გულისხმობდა ის სიტყვა „საფრთხეში“, როდესაც აფხაზეთის მიმართ დასავლეთის სიმპათიებზე საუბრობდა? რა სახიფათო თამაშს თამაშობს აგენტურა ახლა უკვე აფხაზეთით?

22-11-2024

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას „აფხაზების გამარჯვებაში არის ერთი საფრთხე - თავისი წარმატებული ბრძოლით დასავლეთის სიმპათია მოიპოვონ“ სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს, რომ აგენტურა ქართველი ხალხის დიდი ტკივილით - ტერიტორიული მთლიანობის საკითხით სახიფათო თამაშს თამაშობს.


„აფხაზეთში სიტუაცია დაძაბულია. მიმდინარე დღეების განმავლობაში სალომე ზურაბიშვილის განცხადება აფხაზეთში ოპოზიციის მხარდასაჭერად და ასევე სააკაშვილის განცხადება იმის თაობაზე, რომ დასავლეთმა შესაძლოა საქართველოს ზურგი შეაქციოს და მისი სიმპათიები აფხაზეთის მიმართ გადაიხაროს, რაღაცის მანიშნებელია. რა გააკეთა რუსეთმა აფხაზეთში, ეს ყველამ ვიცით. მაგრამ, საინტერესოა, რატომ არ მოსწონთ დღეს რუსეთი აფხაზეთის ოპოზიციას და რატომ მოსწონდათ აქამდე? ვინ უმაგრებს მათ ზურგს და ვის თამაშს თამაშობენ? რა ხდება აფხაზეთში, ცალკე თემაა, მაგრამ რა განცხადებებს აკეთებენ საქართველოში ოპოზიციის ლიდერები, ეს კიდევ უფრო საყურადღებო. სააკაშვილი წერს - „აფხაზების გამარჯვებაში არის ერთი საფრთხე - თავისი წარმატებული ბრძოლით დასავლეთის სიმპათია მოიპოვონ..” რა წამოსცდა მიხეილ სააკაშვილს და რას გულისხმობდა ის სიტყვა „საფრთხეში”? რატომ უნდა იყოს საფრთხე დასავლეთის სიმპათია აფხაზეთის მიმართ? რას უქადის დასავლეთი აფხაზეთს ისეთს, რაც შეიძლება საქართველოსთვის საფრთხე აღმოჩნდეს? მიხეილ სააკაშვილი ვალდებულია ბოლომდე გახსნას ფრჩხილები და გვითხრას, რა არის ის საფრთხე? ფაქტია, აგენტურა ქართველი ხალხის ყველაზე დიდი ტკივილით - ტერიტორიული მთლიანობის საკითხით სახიფათო თამაშებს თამაშობს,“ - წერს თამარ ჩიბურდანიძე.