გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

გურამ მაჭარაშვილი: ამ პარლამენტს ლეგიტიმაცია არ აკლია, მათ შორის უცხოეთიდან მაგრამ, ჩვენ უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ დამოუკიდებელი ქვეყნის დირიჟორი არავინ არ არის

22-11-2024

პარლამენტის წევრი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების პარლამენტის პირველ სხდომაზე არ დასწრების საკითხს ეხმიანება.


დეპუტატის თქმით, საქართველო არის დამოუკიდებელი ქვეყანა და არავისზე არ შეიძლება ზედმეტად დამოკიდებულება.


„უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ ჩვენ ვართ დამოუკიდებელი ქვეყანა და ასე, ზედმეტად და ჭარბად დამოკიდებულება არ შეიძლება არავისზე და არაფერზე“- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა და აღნიშნა, რომ პარლამენტის პირველი სხდომა კანონმდებლობის დაცვით ჩატარდება და რეგლამენტის მიხედვით გათვალისწინებული პირები დაესწრებიან.


„პირველ რიგში, უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ ჩვენ ვართ დამოუკიდებელი ქვეყანა და ასე, ზედმეტად და ჭარბად დამოკიდებულება არ შეიძლება არავისზე და არაფერზე. იცით, რომ ამ პარლამენტს ლეგიტიმაცია არ აკლია, მათ შორის უცხოეთიდან მაგრამ, ჩვენ უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ დამოუკიდებელი ქვეყნის დირიჟორი არავინ არ არის. შესაბამისად, პირველ სხდომაზე მოწვეული იქნებიან ისინი, ვინც პროცედურების მიხედვით უნდა იყვნენ- უწყებების წარმომადგენლები და ა.შ და სხდომა ჩატარდება რეგლამენტია მიხედვით. ეს აპრობირებული მეთოდია და არც ერთ სხვა ქვეყანაში რაიმე განსხვავებული დადგენილი მეთოდი არ არის. ასე, რომ პირველი სხდომა კანონმდებლობის ფარგლებში და ქართველი ხალხისა და ბევრი სხვა ქვეყნის ლეგიტიმაციის ფონზე ჩატარდება“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.