24-11-2024
„სენატორმა ლინდსი გრემმა ცოტა ხნის წინ Fox News ში განაცხადა, რომ უკრაინა მდიდარი ქვეყანაა და აშშ დაიბრუნებს უკრაინის შეიარაღებისთვის დახარჯულ ფულს და გამდიდრდება უკრაინაში არსებული იშვიათი მეტალების საბადოებით“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი წერს.
მისი თქმით, როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია, მაღალი იდეალები კი საზარბაზნე ხორცის გასაბითურებლადაა.
„ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ლინდსი გრემი უკრაინაში არსებულ ბუნებრივ წიაღისეულზე "დარდობს". რამდენიმე თვის წინ გრემმა განაცხადა: „უკრაინაში 10-დან 12 ტრილიონ დოლარამდე ღირებულების მნიშვნელოვანი მინერალია. უკრაინა შესაძლოა იყოს ყველაზე მდიდარი ქვეყანა ევროპაში. არ მინდა ეს ფული და ეს ქონება პუტინს მივცე“.
უკრაინაში არსებული 10-12 ტრილიონი დოლარის ღირებულების საბადოები ზელენსკიმ დასავლეთს იარაღის ასანაზღაურებლად შესთავაზა. როგორც ჩანს, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია, მაღალი იდეალები კი საზარბაზნე ხორცის გასაბითურებლადაა“, - წერს თამთა მეგრელიშვილი.