გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

სამცხე-ჯავახეთის სარაგბო კლუბი ‘ტაო’ ოზურგეთის ‘არწივებს შეხვდება

6-11-2018

სამცხე–ჯავახეთის სარაგბო კლუბი „ტაო“ მორიგ თამაშს 11 ნოემბერს ოზურგეთის გუნდ „არწივებთან“ გამართავს.

 

მატჩი ოზურგეთში 13:00 საათზე გაიმართება. ამ თამაშით ტაო 2018–2019 წლის პირველი ლიგის მეხუთე ტურს დახურავს.

 

წინა თამაში კლუბმა ქუთაისის გუნდ „ივერიას“ ანგარიშით 22:20 მოუგო. შეხვედრა ასპინძის სარაგბო ბაზაზე გაიმართა.

 

გარდა ამისა, 2018 წელს მიმდინარე თამაშებში ტაო კიდევ ოთხ მატჩს გამართავს: 17–18 ნოემბერს „ყოჩებთან“,24–25 ნოემბერს „დინამოსთან“, რვა–ცხრა დეკემბერს „ბაგრატთან“ და 15–16 ნოემბერს „იუკერებთან“.

 

2019 წლის თამაშები ორ თებერვალს დაიწყება.


snkews.ge