6-11-2018
სამცხე–ჯავახეთის ანალიტიკური ცენტრის დირექტორმა ედუარდ აივაზიანმა ახალციხის საკრებულოს განცხადებით მიმართა. აივაზიანი დეპუტატებს ახალციხეში ერთ–ერთი ქუჩისთვის შარლ აზნავურის სახელის მინიჭებას ითხოვს.
აივაზიანმა ახალციხის საკრებულოს წერილით ხუთ ნოემბერს მიმართა.
„2018 წლის 31 ოქტომბერს ახალქალაქის საკრებულომ შარლ აზნავურის პატივისცემის ნიშნად ერთ- ერთ ქუჩასა და სკვერს მისი სახელი მიანიჭა. მისასალმებელი იქნება თუ ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო შარლ აზნაურის პატივისცემის ნიშნად ახალციხეში ერთ-ერთ ქუჩას მიანიჭებს მის სახელს. ვფიქრობთ, აღნიშნული გადაწყვეტილება ხელს შუწყობს ტურისტების მოზიდვას და შარლ აზნავურის სახელის უკვდავყოფას“, – ვკითხულობთ განცხადებაში.
ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის გელა ნოზაძის თქმით, აივაზიანის განცხადებას არჩევნების შემდეგ განიხილავენ: „ამ საკითხის განხილვა ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ მიმაჩნია, ვინაიდან ეს პოლიტიკურად ანგაჟირებული საკითხი მგონია და არჩევნების შემდგომ ვიმსჯელებთ“.