გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

დავით ქართველიშვილი: ამომრჩეველი აუცილებლად მოითხოვს მთავარი პირობის შესრულებას - გასამართლდნენ ეს პოლიტიკური შაჰიდები

25-11-2024

მმართველი გუნდის მიერ ამომრჩევლისთვის მიცემულ მთავარ დაპირებას - აუცილებლად გასამართლდეს „ნაციონალური მოძრაობა" პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი მედიასთან საუბარში გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „ნაცმოძრაობის“ გასამართლების გარდა, აუცილებელია პასუხისგებაში მიეცეს იმ სისტემის ყველა მონაწილე, რის შემდეგაც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გამოტანილ უნდა იქნეს შესაბამისი განჩინება, ამ პოლიტიკური ძალის აკრძალვის შესახებ.


„მთავარი, რის შესრულებასაც ამ პარლამენტისგან აუცილებლად მოითხოვს ამომრჩეველი, ეს არის მმართველი გუნდის წინასაარჩევნო დაპირება. აუცილებლად უნდა გასამართლდნენ ეს რადიკალები, პოლიტიკური შაჰიდები, რომელთა წინააღმდეგაც არსებობს უამრავი დოკუმენტური მასალა, არა მხოლოდ 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით, ასევე სხვა დანაშაულებთან დაკავშირებითაც. 1945 წელს გერმანიაში, იმ ფაშისტურ პოლიტიკურ ძალაზე რომ არ ჩატარებულიყო პოლიტიკური სასამართლო, დღეს გერმანიაში აუცილებლად გაჩნდებოდნენ იმ პარტიის ანასხლეტები. „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს იყოფა რამდენიმე ნაწილად, თითქოსდა იმის მოლოდინში, ერთს თუ დაარტყამენ, სხვები გადარჩნენ. ასე რომ, არამხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“, არამედ ყველა ის ადამიანი, რომელიც რეალურად წარმოადგენდა იმ რეჟიმის არქიტექტორს, ორგანიზატორს, თუ ჯალათს, ყველა უნდა წარსდგეს პოლიტიკური სასამართლოს წინაშე. შემდეგ კი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გამოტანილ უნდა იქნეს განაჩენი, ამ პოლიტიკური ძალის აკრძალვის შესახებ, სწორედ ისე, როგორც ამას უპრობლემოდ აკეთებდნენ უკრაინასა და მოლდოვაში,“ - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.