გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მეუფე ანდრია გორში მოკლული ბავშვის მამას შეხვდა

6-11-2018

გორში მოკლული გოგონას მამა მიშიკო ბერიდაშვილი, დღეს, მეუფე ანდრიას შეხვდა. ამ შეხვედრის გამართვის შესახებ მიშიკო ბერიაშვილმა ჯერ კიდევ გუშინ საღამოს გამართულ აქციაზე განაცხადა.

მისმა ბიძამ, ხვიჩა ბერიაშვილმა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, რომ ამ ეტაპზე აქციებს აღარ გამართავენ. ,,მეუფემ დაგვლოცა, მოგვიწოდა მშვიდობისკენ. ქუჩაში აქციების გამართვას აღარ ვაპირებთ. ველოდებით სასამართლოს და, რა თქმა უნდა, დამნაშავის უმკაცრეს დასჯას მოვთხოვთ" - აცხადებს ხვიჩა ბერიაშვილი.

გუშინ საღამოს ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა, ასევე, მოქალაქეთა გარკვეულმა ნაწილმა გორის ცენტრში მშვიდობიანი აქცია გამართა. აქცია მას შემდეგ დაიწყო, რაც მიშიკო და ხვიჩა ბერიაშვილები პოლიციის შენობიდან გამოვიდნენ. პოლიციამ ოჯახის წევრებს ბრალდებულის ტელეფონიდან ამოღებული ვიდეომასალა გააცნო. ვიდეომასალა გადაღებულია მკვლელობამდე.

2018 წლის 25 ოქტომბერს, წმინდაწყალზე, 9-წლის გოგონა გაუჩინარდა, რომელიც შემდეგ მკვდარი იპოვეს. გოგონა ცეკვაზე არ მისულა. პოლიციამ იმავე ღამეს წინასწარი შეცნობით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 34-წლის, წარსულში ნასამართლევი მამაკაცი დააკავა. გოგონას დაკრძალვის დღეს, შს მინისტრის მოადგილემ კახა საბანაძემ განაცხადა, რომ ბრალდებულს მორიგი - 141-ე მუხლით წარუდგინეს ბრალი, რაც არასრულწლოვანთან გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.

დაკავებულს სახაზინო ადვოკატი იცავს, რომელიც ამ ეტაპზე აცხადებს, რომ ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს. ადვოკატი სხვა დეტალებზე არ საუბრობს. ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.


qartli.ge