გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ნანა კაკაბაძე: მომავალში ხელისუფლების შეცვლის შანსი ექნება, არა სიცრუეზე დამყარებულ, ქვეყნის მტრობაზე ორიენტირებულ, არამედ რეალურ, პატრიოტ და პატიოსან ოპოზიციას, რომლის გამოჩენასაც ასე მოელის ქართული საზოგადოება

26-11-2024

„ხელისუფლების მოწინააღმდეგეები ვერ იჯერებენ, რომ “ქართულმა ოცნებამ”ასეთი უპირატესობით დაამარცხა ოპოზიცია და გაკვირვებული კითხულობენ:


„როგორ შეიძლება იმის დაჯერება, რომ საქართველოში ყოველი მეორე (და უფრო მეტიც) ქოცია?!“. ჩვენ სხვანაირად დავსვამდით კითხვას: როგორ შეიძლებოდა, დღევანდელ საქართველოში, 9 წლიანი სისხლიანი მმართველობის ისტორიის მქონე ნაცებს, ისევ 780 000-ზე მეტი ხმა აეღოთ?!“, - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” ერთ-ერთი დამფუძნებელი, ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში.


მისი განცხადებით, ორივე ზემოთ ხსენებულ კითხვაზე არსებობს ლოგიკური პასუხები, კერძოდ, ცვლილებებისაკენ მიდრეკილი საზოგადოების ბუნებრივი სურვილი და მოლოდინია, რომ უკეთესი პოლიტიკური ძალით შეიცვალოს ერთი და იგივე მმართველობა.


როგორც კაკაბაძე განმარტავს, რეალური, კონსტრუქციული და პატრიოტი ოპოზიციური ძალის არარსებობაა იმის მიზეზი, რომ „პოლიტიკას მიტმასნილი თაღლითები, უცხო ქვეყნის მონა-მარიონეტები“ დღემდე იღებენ ხმების საკმაოდ დიდ რაოდენობას.


„ვინ და როგორ შეცვლის ქართული ოცნების ხელისუფლებას ხელისუფლების მოწინააღმდეგეები ვერ იჯერებენ, რომ „ქართულმა ოცნებამ”ასეთი უპირატესობით დაამარცხა ოპოზიცია და გაკვირვებული კითხულობენ: „როგორ შეიძლება იმის დაჯერება, რომ საქართველოში ყოველი მეორე (და უფრო მეტიც) ქოცია?!“.


ჩვენ სხვანაირად დავსვამდით კითხვას: როგორ შეიძლებოდა, დღევანდელ საქართველოში, 9 წლიანი სისხლიანი მმართველობის ისტორიის მქონე ნაცებს, ისევ 780 000-ზე მეტი ხმა აეღოთ?!


ორივე ამ კითხვაზე არსებობს ლოგიკური პასუხები, თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს 780 000-ზე მეტი ხმა იყოფა ბარიერგადალახულ ოთხ ოპოზიციურ პარტიაზე, საიდანაც ახალმა და ძველმა ნაცებმა ჯამურად აიღეს დაახლოებით 440 000 ხმა (229 000 ხმა, ანუ 11%+211 000 ხმა, ანუ 10%), ხოლო „ლელომ“და გახარიას პარტიამ ერთად დაახლოებით 344 000 ხმა (183 000 ხმა, ანუ 8,8%+161 000 ხმა, ანუ 7,7%)

გამოდის, რომ არჩევნებში მონაწილეთა დაახლოებით 21% დღესაც უჭერს მხარს ნაცებს, ხოლო დაახლოებით 17%-მდეა ისეთი, ვინც დღევანდელი ხელისუფლების მოწინააღმდეგეა, მაგრამ არ უნდა ნაცების მობრუნება და ირჩევენ მესამე ძალას.


ეს არის მშრალი ციფრები, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ გარკვეული მცდელობების მიუხედავად, ლელომ და გახარიამ ვერ შეძლეს ნაცებისგან გამიჯვნის ილუზიის შექმნა და მესამე ძალად წარმოჩინება, უმეტესობა მათ მაინც ნაცების ანასხლეტებად მოიაზრებდა. აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში პოლიტიკური ოპოზიციური ველის დიდი ნაწილი სრულიად მოცარიელებულია და ამომრჩეველი ელოდება იმ ძალას, რომელიც იქნება ეროვნული, კონსტრუქციული, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე და მკაფიოდ გამიჯნული არა მარტო სახელისუფლებო პარტიისგან, არამედ ნაცებისგანაც.


დღევანდელ პოლიტიკურ სივრცეში, ოპოზიციად წოდებული, უცხო ქვეყნების აგენტების კონგლომერატის ჩამოცილება შესაძლებელია ერთადერთი ბუნებრივი გზით, რომელსაც ჰქვია ხალხის ინტერესებზე ორიენტირებული, ჯანსაღი ოპოზიციის დაბადება. სხვაგვარად არ უწერია რეალიზება, ცვლილებებისაკენ მიდრეკილი საზოგადოების ბუნებრივ სურვილს და მოლოდინს, რომ უკეთესი პოლიტიკური ძალით შეიცვალოს ამდენ წლიანი ერთი და იგივე მმართველობა.


რეალური, კონსტრუქციული, პატრიოტი, ძლიერი ოპოზიციის არარსებობაა იმის მიზეზი, რომ პოლიტიკას მიტმასნილი თაღლითები, უცხო ქვეყნის მონა-მარიონეტები დღემდე იღებენ ხმების ასეთ რაოდენობას. ალოგიკურია, რომ 800 ათასამდე საქართველოს მოქალაქეს სურვილი აქვს საკუთარი ხელით მოახდინოს ისეთი ხელისუფლების რეანიმაცია, რომელიც დააბრუნებს ციხეებში გაუპატიურების, ქუჩებში უდანაშაულო ახალგაზრდების ხოცვის, საზოგადოების დაშინების, ბიზნესის დარეკეტების პრაქტიკის განმეორებას, რისი შიშითაც ბევრი მოქალაქე შუაღამისას იღვიძებდა და გარბოდა ნოტარიუსთან საკუთარი ქონების გადასაფორმებლად. ხალხს უნდა ცვლილებები, ანუ უნდა ოცნების მმართველობის კიდევ უფრო უკეთესი მმართველობით შეცვლა და სამწუხაროდ, უკეთესის არ არსებობის გამო უარესს ირჩევენ, რადგან სხვა ოპოზიციურ ძალას ვერ ხედავენ. რაც დრო გადის, შეცვლის მსურველი ამომრჩეველი იმატებს და არა პირიქით. ამიტომ საჭიროა ხელისუფლებას ჰყავდეს ნამდვილი ოპოზიცია, რომელსაც ხალხი აირჩევს.


ასეთ პირობებში, სულაც არ არის გასაკვირი, რომ ნაცების რეაბილიტაციისა და რეანიმაციის შიშით მილიონზე მეტმა ადამიანმა ხმა სწორედ ხელისუფლებას მისცა. ამას ხელი შეუწყო ოცნების ძალზე მკაფიოდ გამოკვეთილმა და ყველასათვის მარტივად გასაგებმა პოლიტიკამ, რაც გამოიხატა მშვიდობის შენარჩუნების მიზნით უკრაინისადმი ზომიერად გამოხატულ, პოლიტიკურ-ჰუმანიტარულ მხარდაჭერაში და რუსეთთან მკვეთრი დაპირისპირების არიდებაში, ოჯახური ღირებულებების დაცვაში და არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების პროპაგანდის აკრძალვაში, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მიღებული მრავალმილიონიანი გრანტების გამჭვირვალობის მოთხოვნაში, ევროინტეგრაციის გზაზე გადადგმული კონკრეტული ნაბიჯების რეალურობაში (რაც დასრულდა უვიზო რეჟიმისა და ევროკავშირის წევრობის სტატუსის მიღებით), ასევე ხელშესახებ ეკონომიკურ წინსვლაში და ა. შ. რაც მთავარია, მოქალაქეთა უმრავლესობაზე არ იმუშავა ოპოზიციის ყოველდღიურმა აღვირახსნილმა, სიცრუით გაჟღენთილმა პროპაგანდამ, რომ ხელისუფლება ქვეყანას რუსეთის ჭაობისკენ მიაქანებს. ამის მიზეზი ის არის, რომ რაც არ უნდა ინტენსიურად უჩიჩინონ ეკრანებიდან რამდენიმე ათეულმა თუ ასეულმა მარგინალმა პოლიტიკოსმა თუ აქტივისტმა, რაც არ უნდა „რუსული... რუსული... რუსული...“ იძახონ ხელისუფლების ყველა ქმედებაზე, საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა კარგად ხედავს და საკუთარ ტყავზე გრძნობს, რომ ხელისუფლების მმართველობის ფორმები და მეთოდები, ადამიანის უფლებების დაცვისა და დემოკრატიის ხარისხი, რუსულისგან და იმ „სისხლიანი 9 წლისგან“ ისე განსხვავდება, როგორც ცა და დედამიწა. ამიტომ მომავალში საქართველოს ხელისუფლების შეცვლის შანსი ექნება, არა დემაგოგიაზე და სიცრუეზე დამყარებულ, ქვეყნის მტრობაზე ორიენტირებულ, არამედ საქმეზე ორიენტირებულ, რეალურ, სუფთა, პატრიოტ და პატიოსან ოპოზიციას, რომლის გამოჩენასაც ასე მოელის ქართული საზოგადოება", - წერს ნანა კაკაბაძე.