გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ათონის წმინდა მთაზე ქართული ვაზის ჯიშები გაშენდა

26-11-2024

სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ, ათონის წმინდა მთაზე, ვატოპედის სამონასტრო კომპლექსთან არსებული მთავარანგელოზების სახელობის ტაძრის „ქართული კელიის“ ტერიტორიაზე, ქართულ დელეგაციასთან ერთად, მონაწილეობა ქართული ადგილობრივი ვაზის ჯიშის ნერგების დარგვის ღონისძიებაში მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.


ვიზიტის ფარგლებში, კელიის ტერიტორიაზე ქართული ვაზის 30 ჯიშის 500-ზე მეტი ნამყენი ნერგი დაირგო. აღსანიშნავია, რომ ნერგების დარგვა 13 ნოემბერს, 100 000 ქართველი მოწამის ხსენების დღეს განხორციელდა.


სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მხრიდან მონასტერს ვაზის ჯიშებთან ერთად ასევე ქართული ადგილობრივი ხორბლის 10 სახეობისა და ჯიშის სათესლე მასალა გადაეცა.


ქართული დელეგაციის ვიზიტს ორგანიზება საქართველოს ეთნოგენეტიკის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა გიორგი ანდრიაძემ და საქართველოს გენერალურმა კონსულმა ქ. თესალონიკში გელა ჯაფარიძემ გაუწია.