გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ზაზა გაბუნია: 7 ნოემბერი საქართველოს ბოლო წლების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტკივილიანი დღეა

7-11-2018

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ზაზა გაბუნიას განცხადებით, 7 ნოემბერი საქართველოს ბოლო წლების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი, მძიმე და ტკივილიანი დღეა.

 

 

„დღეს 7 ნოემბერია. საქართველოს ბოლო წლების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი, მძიმე და ტკივილიანი დღე. ამ დღის გახსენება ისევე მტკივნეულია, როგორც ის წუთები, რომელიც  ჯერ რუსთაველის გამზირზე გავატარეთ, შემდეგ რიყეზე და ბოლოს ტელეკომპანია იმედთან.  ბუნებრივია, ეს მეხსიერება მნიშვნელოვანია, რათა მომავალში არავის მიეცეს რამე უფლება ან შესაძლებლობა, რომ ასეთი შეცდომა დაუშვას. სამწუხარია, რომ ამ საპრეზიდენტო მარათონში ქვეყანას კვლავ ჰყავს როგორც სენი, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი საპრეზიდენტო კანდიდატი, რომელიც სამარცხვინო სიყალბით საუბრობს 7 ნოემბერზე. ერთი მხრივ, ნიანგის ცრემლებს ღვრის და მეორე მხრივ, ამბობს, რომ იმ ტერორისტული სახელმწიფოს შემოქმედთ, რომელთაც განაპირობეს 7 ნოემბერი შეიწყალებს და კვლავ მისცემს საშუალებას პოლიტიკურად აქტიურები იყვნენ. ეს არის სიყალბე და საზოგადოებამ ამას ყურადღება უნდა მიაქციოს მეორე ტურის კენჭისყრისას“, - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.