7-11-2018
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია, "ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის "დოიჩე ველესთან" გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.
დეპუტატის თქმით, 7 ნოემბერზე თანაგრძნობით საუბარი სამარცხვინო სიყალბეა, როცა იქვე ამბობ, რომ იმ სისხლიანი დღის შემოქმედთ შეიწყალებს.
„ამით გრიგოლ ვაშაძემ ქართული მედიის შემდეგ უცხოური მედიიდანაც გვითხრა, რომ 7 ნოემბრის შემოქმედთ პოლიტიკაში დააბრუნებს.
ამ ინტერვიუში ძველებურად ღიად იმუქრება, რომ არჩევის შემთხვევაში, 7 ნოემბრის და ძალადობრივი რეჟიმის ყველა ავტორს, ყველა მწამებელს შეიწყალებს, დაწყებული სააკაშვილით და ახალაიათი, დასრულებული მეგის ქარდავათი და ყავარჯნებიანი უბირიათი.
ჩვენ გვაქვს არაორდინალური ვითარება, როდესაც პრეზიდენტობის კანდიდატი გვპირდება, რომ ყველაფერს გააკეთებს ქვეყანაში პროცესების რადიკალიზაციისა და მასობრივი არეულობის მოწყობისთვის.
დარწმუნებულები ვართ, საზოგადოება ამას მათი ყველაზე ძლიერი იარაღით, საარჩევნო ხმით საკადრის პასუხს გასცემს,“ - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.