გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

დავით სონღულაშვილი: სოფლის განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრამები გაგრძელდება

27-11-2024

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა, დავით სონღულაშვილმა გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ გაგრძელდება ისეთი მნიშვნელოვანი პროგრამები, როგორებიცაა: სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამმუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის პროცესების ხელშეწყობის, ფიზიკური და იურიდიული პირების იაფი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით უზრუნველყოფა; აგრარული დეფიციტური პროფესიების მხარდამჭერი პროგრამები; სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით დაკავებული პირებისთვის, რისკების შემცირების მიზნით, დაიხვეწება აგროდაზღვევის პროგრამა; მრავალწლიანი კულტურების ბაღების გაშენების ხელშეწყობა; სოფლის მეურნეობის პროდუქციის ახალი გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების ინფრასტრუქტურის შექმნა და თანამედროვე საწარმოო ხაზით აღჭურვა; ერთწლოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების პირველადი წარმოების ხელშეწყობა და ასევე, წარმოებისათვის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება; სასათბურე მეურნეობების განვითარება; სხვადასხვა სახის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის (მათ შორის, მოსავლის ამღები) თანადაფინანსება;


„განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა, რომ შეიქმნება ფერმერული მეურნეობების ადმინისტრირების თანამედროვე სისტემა, მათ შორის, ფერმერული მეურნეობების რეესტრი და მიწის ნაკვეთების იდენტიფიკაციის სისტემა, რა თქმა უნდა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით.


საკანონმდებლო დონეზე დარეგულირდება საძოვრების მდგრადი მართვა და დაინერგება ფერმერთა კოოპერირების ახალი, მოქნილი მექანიზმები ფერმერებისა და მწარმოებელი ორგანიზაციების ურთიერთთანამშრომლობის სტიმულირებისთვის“, - აღნიშნა მინისტრობის კანდიდატმა, დავით სონღულაშვილმა.