გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728 

კასპის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 39 მოსწავლეს კომპიუტერები გადაეცათ

27-11-2024

კასპის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 39 მოსწავლეს, რომელთაც 2023/2024 სასწავლო წლის საბაზო საფეხური წარმატებით დაასრულეს კომპიუტერები გადაეცათ.


მერიის ინფორმაციით, კომპიუტერები მოსწავლეებს კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ, მერის მოადგილემ ზურაბ კოპაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ შოთა ბეგლარაშვილმა, მერიის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის უფროსმა თეა ხორბალაძემ და კასპის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორმა ნათია ილურიძემ გადასცეს.


წარჩინებულ მოსწავლეებს კომპიუტერები სახელმწიფო პროგრამის „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში გადაეცათ, რომლის მიზანია მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისა და თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლების გაძლიერება.


კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ წარჩინებულ მოსწავლეებს დამსახურებული ჯილდო მიულოცა და წარმატებები უსურვა სწავლის შემდგომ საფეხურზე.