გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

რაჭა-ლეჩხუმში ფერმერებთან შეხვედრები გაიმართა

7-11-2018

რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარეში პროექტის „მობილური ექსტენცია“ ფარგლებში ფერმერებთან შეხვედრები გაიმართა. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის და რეგიონალური საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენლებმა ლენტეხის, ამბროლაურის, ცაგერის და ონის მუნიციპალიტეტების მაცხოვრებლებს მეცხოველეობის, ვეტერინარიის, მცენარეთა დაცვის და ფუტკრის ოჯახების მოვლა-მოშენების კუთხით რეკომენდაციები გაუწიეს.


სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ფერმერებთან შეხვედრაზე სპეციალისტებმა ფუტკრის ოჯახების მოვლა-მოშენების, საფუტკრის მოწყობის, დამატებითი კვების, ფუტკრის დაავადებების იდენტიფიცირების, მასთან ბრძოლის ეფექტური მეთოდების და თანამედროვე სამკურნალო-პროფილაქტიკური საშუალებების გამოყენებაზე გაამახვილეს ყურადღება. ფერმერები ასევე,  მცენარეთა მავნებელ დაავადებათა ტიპებს, მათ წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებს და პესტიციდების შერჩევის საკითხებს გაეცნენ.


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთობლივი პროექტის „მობილური ექსტენცია“ ფარგლებში ფერმერებთან შეხვედრები მცხეთა-მთიანეთის რეგიონში (სოფლები - შუაფხო, წილკანი, მუხრანი, ციხისძირი და დაბა თიანეთი) 12-დან 14 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება.