გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ირაკლი კობახიძე: საჯარო მოხელეთა ხელფასების 10-პროცენტიანი ზრდა 2025 წლის ბიუჯეტში ასახული იქნება

28-11-2024

საჯარო მოხელეთა ხელფასების 10-პროცენტიანი ზრდა 2025 წლის ბიუჯეტში ასახული იქნება და ამ მიმართულებით მომავალშიც უნდა გაგრძელდეს ძალისხმევა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საბავშვო ბაღების, სახელოვნებო და სპორტული სკოლების პერსონალის ხელფასებს.


„რაც შეეხება საჯარო მოხელეებზე ზრუნვას, ეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. ერთია, რომ გაიზრდება კერძო სექტორში შრომის ანაზღაურება. დღეს დაახლოებით 2000 ლარია შრომის ანაზღაურება მთლიანობაში საშუალო მაჩვენებელი და 2028 წლისთვის გაიზრდება 3500 ლარამდე. კონკრეტულად საჯარო მოხელეთა ხელფასების ზრდა უნდა გაგრძელდეს, საჯარო სამსახურში გაგრძელდება მოხელეთა ხელფასების ზრდა 2025 წლის ბიუჯეტშიც ასახული იქნება 10-პროცენტიანი ზრდა და ამ მიმართულებით მომავალშიც უნდა გაგრძელდეს ძალისხმევა.


საბავშვო ბაღების პერსონალზე გვექნება განსაკუთრებული ყურადღება დათმობილი. ასევე იგივე ეხება სახელოვნებო და სპორტული სკოლების პერსონალს, აქაც უზრუნველყოფილი იქნება სტანდარტული ზრდის მიღმა მათ შორის ხელფასების ზრდა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.