28-11-2024
XI მოწვევის პარლამენტმა მთავრობასა და სამთავრობო პროგრამას, სახელწოდებით - „მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ“ ნდობა გამოუცხადა.
პრემიერ-მინისტრის პოსტზე კვლავ ირაკლი კობახიძის კანდიდატურა იყო წარდგენილი.
სამთავრობო პროგრამა დეპუტატებს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ წარუდგინა.
ირაკლი კობახიძის მიერ წარდგენილი შემადგენლობა, რომელსაც პარლამენტმა დღეს ნდობა გამოუცხადა, ასეთია:
პრემიერ-მინისტრი - ირაკლი კობახიძე
საგარეო საქმეთა მინისტრი - მაკა ბოჭორიშვილი
იუსტიციის მინისტრი - ანრი ოხანაშვილი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი - დავით სონღულაშვილი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - ლევან დავითაშვილი
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი - ალექსანდრე წულაძე
შინაგან საქმეთა მინისტრი - ვახტანგ გომელაური
თავდაცვის მინისტრი - ირაკლი ჩიქოვანი
კულტურისა და სპორტის მინისტრი - თინათინ რუხაძე
ფინანსთა მინისტრი - ლაშა ხუციშვილი
ოკუპირებული ტერიტირიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი - მიხეილ სარჯველაძე
შერიგებისა და სამოქალაქო თანასროწობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - თეა ახვლედიანი
რეგიორნული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი - ირაკლი ქარსელაძე.