გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ირაკლი კობახიძე: ევროკავშირს თუ უნდა „რეჟიმ ჩეინჯი" და კრიმინალების დაბრუნება ხელისუფლებაში, მაშინ უნდა დაგვიდასტუროს ევროკავშირის ელჩმა

28-11-2024

ევროკავშირს თუ უნდა „რეჟიმ ჩეინჯი" და მით უმეტეს, კრიმინალების დაბრუნება ხელისუფლებაში, მაშინ უნდა დაგვიდასტუროს ევროკავშირის ელჩმა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ოპოზიცია პირდაპირ საუბრობს, თითქოს ევროკავშირის ამოცანაა საქართველოში „რეჟიმ ჩეინჯი".


„მგონია, რომ თქვენ უნდა დაუსვათ შეკითხვა ევროკავშირის წარმომადგენლებს „რეჟიმ ჩეინჯი" არის თუ არა მათი ამოცანა ამ ქვეყანაში. მე მგონი, კარგი იქნება, თუ ამ კითხვას დაუსვამთ ევროკავშირის ელჩს საქართველოში. ეს დასამემლი კითხვაა გამომდინარე იქიდან, რომ ოპოზიცია პირდაპირ საუბრობს იმაზე, თითქოს ევროკავშირის ამოცანაა საქართველოში „რეჟიმ ჩეინჯი" და „ნაციონალების" დაბრუნება ძალაუფლებაში, იმ ადამიანების დაბრუნება, რომლებიც აწამებდნენ და კლავდნენ ამ ქვეყანაში ადამიანებს, იტაცებდნენ ბიზნესებს, იტაცებდნენ ტელევიზიებს, გახვიეს ეს ქვეყანა ომში. თუ ევროკავშირს უნდა „რეჟიმ ჩეინჯი" და მით უმეტეს, ამ კრიმინალების დაბრუნება ხელისუფლებაში, მაშინ უნდა დაგვიდასტუროს ევროკავშირის ელჩმა. კარგი იქნება, თუ თქვენ დასვამთ ამ კითხვას ელჩთან", - მიმართა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს.