გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ალი ბაბაევი: 7 ნოემბერს ნაძირალა უგულავა იყო ზონდერების ბრიგადირი; ის მოსამართლეა მოსაკლავი, ვინც ეგ ციხიდან გამოუშვა

7-11-2018

„საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარის, ალიბაბაევის განცხადებით, 2007 წლის 7 ნოემბერს, ის მენაგვის ფორმაში გადაცმულმა გიგი უგულავამ სცემა.


ეს განცხადება ბაბაევმა რუსთაველის თეატრში გამართულ შეკრებაზე გააკეთა.


„ჩვენ აქ ყველა ის ხალხი ვართ, ვინც ნამდვილად დავისაჯეთ 7 ნოემბერს. 6 რიცხვში მე შიმშილობა გამოვაცხადე და ის ზონდერები და უგულავა მენაგვეების ტანსაცმელში გადაცმულები დილით შემოვიდნენ ხელკეტები ამოიღეს და რაც გააკეთეს კარგად იცით. ამ დღის დავიწყება ნამდვილად არ შეიძლება. მერე რიყეზე რა მოხდა დარბევა და თქვენ ბევრმა ნახეთ რამდენი ადამიანი იყო ნაცემი.


ჩვენ ის ხალხი ვართ, ვისი წინაპრებიც კრწანისის ომში დაიხოცნენ სამშობლოს ერთიანობისთვის და ჩვენც მზად ვართ დღესაც ვიბრძოლოთ იმ ხალხის წინააღმდეგ, რომლებმაც საქართველოს სიყვარული არ იციან, ესენი არიან სატანები, არარაობები და ხალხი, ვინც თავისი კაბინეტისთვის ყველაფერზე წავა. 
ნეტავ თვალებში მეცქირა იმ ადამიანებისთვის, ვინც გვცემდნენ. ან ის დღეები გავიხსენოთ, როცა ქალაქის სამმართველოს წინ ადამიანებს შეუწყალებლად სცემდნენ. სად აქვს მაგათ ქართული ჯიგარი? ესენი მხოლოდ სატანები არიან და ყველაფერზე მიდიან. უნდა გაერთიანდეს ერი მთლიანად, არ აქვს მნიშვნელობა ქართველი იქნება, აზერბაიჯანელი თუ სომეხი... ვინც გინდა იყოს... ჩვენ ქართველები ვართ, ყველა ამ ქვეყნის შვილები ვართ და იმ უმსგავსობას წერტილი უნდა დავუსვათ.


კიდევ ერთხელ, უგულავას მივმართავ, 2007 წლის 7 ნოემბერს შენ იყავი ზონდერ ბრიგადების ბრიგადირი, შე ნაძირალა, ვინც შენ ციხიდან გამოგიშვა, ის მოსამართლეა მოსაკლავი,“-განაცხადა ბაბაევმა.