გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

დიდთოვლობის გამო გზების წმენდა ონის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს

28-11-2024

დღეს დილიდან დაიწყო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები.


“ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილზე ეცნობიან პრობლემურ უბნებზე სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს.


გზების წმენდის პარალელურად ატიურად მიმდინარეობს დაზიანებულ უბნებზე ელექტროენერგიის აღდგენის სამუშაოები.


შეგახსენებთ, რომ ონის მუნიციპალიტეტში მოსულმა უხვმა ნალექმა ქალაქ ონში და ადმინისტრაციულ ერთეულებში სხვადასხვა სახის პრობლემა შექმნა


დიდთოვლობის და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ონის მუნიციპალიტეტში, განსაკუთრებით მაღალმთიან სოფლებში შეფერხდა საავტომობილო გადაადგილება, ასევე ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა მოსახლეობას.


უწყვეტ რეჟიმში ტარდება ყველა საჭირო ღონისძიება ავტოტრანსპორტის გამავლობის შენარჩუნებისთვის.


ონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს არსებულ საჭიროებებთან დაკავშირებით, მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია აქვს, ტარდება ყველა საჭირო ღონისძიება პრობლემების აღმოსაფხვრელა” –აცხადებენ ონის მერიაში.