8-12-2017
რუსთავის 22-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. შემთხვევა შესვენების დროს, საკლასო ოთახში მოხდა. მე-9 კლასის მოსწავლეებს შორის დაწყებული სიტყვიერი დაპირისპირება, მოგვიანებით ფიზიკურ შეურაცხყოფაში გადაიზარდა.
ამ თემაზე ,„ინფო რუსთავთან" კომენტარი მანდატურების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა გააკეთა. მისი თქმით, ინციდენტი შესვენების დროს, საკლასო ოთახში მოხდა. საქმე ეხებოდა ფიზიკურ შეურაცხყოფას. აღნიშნულის შესახებ მანდატურს ერთ-ერთმა მოსწავლემ შეატყობინა და შემდეგ შესაბამისი ზომები მიიღეს. გამოიძახეს სასწრაფო და საპატრულო ეკიპაჟი. ბავშვი გადაიყვანეს საავადყოფოში.“
რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ პაციენტი საავადმყოფოში მშობელთან ერთად მივიდა. მოზარდი საავადმყოფოში ზურგის მიდამოში ტკივილით შეიყვანეს. ამ დროისთვის პაციენტი სახლშია გაწერილი.
წყარო: "ინფორუსთავი"