გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი კობახიძე: ირაკლი ქარსელაძე არის საუკეთესო გარანტი იმისა, რომ მომავალში ძალიან დიდი წარმატებით გაგრძელდება მასშტაბური პროექტების განხორციელება

28-11-2024

ირაკლი ქარსელაძე არის საუკეთესო გარანტი იმისა, რომ მომავალში ძალიან დიდი წარმატებით გაგრძელდება მასშტაბური პროექტების განხორციელება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ისაუბრა იმ მიღწევებზე, რომელიც საქართველოს აქვს, მათ შორის საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების კუთხით.


„ეკონომიკურ გუნდზე რომ დავრჩეთ, ბატონი ირაკლი ქარსელაძის მიერ განხორციელდა უზარმაზარი პროექტები. წარმოუდგენელია იმ პროექტის მასშტაბები, რომლებიც განხორციელდა სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების კუთხით. ირაკლი ქარსელაძეც არის საუკეთესო გარანტი იმისა, რომ მომავალში ძალიან დიდი წარმატებით გაგრძელდება ასეთი მასშტაბური პროექტების განხორციელება", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.