გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ზაალ ანჯაფარიძე „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებაზე: საქართველო უადვილებს ევროკავშირს საქმეს, აძლევს მას დროს მოაგვაროს შიგნით აბურდული სიტუაცია, მათ შორის გაფართოებასთან დაკავშირებით

28-11-2024

„რასთან გვაქვს სინამდვილეში საქმე? საქართველო უადვილებს ევროკავშირს საქმეს, აძლევს მას დროს მოაგვაროს შიგნით აბურდული სიტუაცია, მათ შორის გაფართოებასთან დაკავშირებით, და 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ აყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს. ეს გახლავთ პირველი ლაკმუსის ქაღალდი ოფიციალური ბრიუსელისთვის“, - წერს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებაზე, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი.


მისივე თქმით, განვლილი ორი წლის მანძილზე ყველამ დაინახა, ვისაც დანახვა სურდა, თუ როგორ იყენებდნენ ევროსტრუქტურები ფინანსურ დახმარებას და ევროკავშირის წევრობის საკითხს ხელისუფლებაზე ზეწოლის ინსტრუმენტად და ქვეყანაში საპროტესტო მუხტის გასაღვივებლად.


„დარწმუნებული ვარ, ისე როგორც პრეზიდენტის კანდიდატურას მოჰყვა ხავილი „ევროპას ვშორდებით“, ასეთივე ხავილს დაიწყებს „ნაცბაბლი“ პრემიერ-მინისტრის და მთავრობის დღევანდელ ინიციატივაზე. რასთან გვაქვს სინამდვილეში საქმე? საქართველო უადვილებს ევროკავშირს საქმეს, აძლევს მას დროს მოაგვაროს შიგნით აბურდული სიტუაცია, მათ შორის გაფართოებასთან დაკავშირებით, და 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ აყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს. ეს გახლავთ პირველი ლაკმუსის ქაღალდი ოფიციალური ბრიუსელისთვის. საქართველო უმსუბუქებს ევროკავშირს ფინანსურ ტვირთს და 2028 წლის ბოლომდე, არ სთხოვს მას საბიუჯეტო გრანტებსა და სესხებს. ეს უკვე მეორე ლაკმუსის ქაღალდია ბრიუსელისთვის. მე მგონი განვლილი ორი წლის მანძილზე ყველამ დაინახა, ვისაც დანახვა სურდა, თუ როგორ იყენებდნენ სამწუხაროდ ევროსტრუქტურები ფინანსურ დახმარებას და ევროკავშირის წევრობის საკითხს ხელისუფლებაზე ზეწოლის ინსტრუმენტად და ქვეყანაში საპროტესტო მუხტის გასაღვივებლად. თუმცა 2024 წლის არჩევნებმა ამ კუთხით დიდი იმედგაცრუება მოუტანათ“, - წერს ზაალ ანჯაფარიძე.