გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728 

ეკა სეფაშვილი: ევროკავშირს ისევე სჭირდება საქართველო, როგორც საქართველოს ევროკავშირი. ეროვნული ღირსების შენარჩუნებით და ინტერესების დაცვით საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი

29-11-2024

პარლამენტის წევრი, დეპუტატი ეკა სეფაშვილი „ქართული ოცნების“ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება. მისი თქმით, განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველო ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს გააგრძელებს და ეს პროცესი არც ერთი დღით არ შეწყდება, 2030 წელს კი საქართველო მზად იქნება ევროკავშირის წევრობისათვის.


„ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შედეგად მიღწეული მაღალი ეკონომიკური ზრდა და ბიუჯეტის მოცულობა საშუალებას გვაძლევს ყველა რეფორმა, რომელიც ევროინტეგრაციას ემსახურება, ქართული სახელმწიფოს მიერ დაფინანსდეს“- წერს ეკა სეფაშვილი სოციალურ ქსელში და განმარტავს, რომ ევროინტეგრაციის მომდევნო ეტაპის განახლებამდე მნიშვნელოვანია რადიკალებს ევროინტეგრაციით სპეკულაციის საშუალება არ მიეცეთ.

„კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდა!


ჩვენს განცხადებაში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ საქართველო განუხრელად აგრძელებს ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. და ეს პროცესი, არც ერთი დღით, არც შეწყვეტილა და არც შენელებულა და ასევე გაგრძელდება!


შედეგად, საქართველო 2030 წლისათვის ყველა კანდიდატ ქვეყანაზე მეტად იქნება მზად ევროკავშირის წევრობისათვის.


2028 წლამდე ჩვენ არ ვთხოვთ ევროკავშირს წევრობაზე მოლაპარაკების გახსნას. თუმცა თუ ევროკავშირი მანამდე გაგვიხსნის მოლაპარაკებას, საქართველო მზად არის დაიწყოს მოლაპარაკებები!


მანამდე კი, ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ, საქართველოს მტრებს და რადიკალებს არ მივცემთ საშუალებას წევრობაზე მოლაპარაკების დაწყება/არ დაწყება პოლიტიკურ იარაღად გამოიყენონ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ და მუდმივად შეუშალონ ხელი ქვეყანაში მშვიდობას, უსაფრთხოებას და სტაბილურობას.


ამავე მიზეზით, უარს ვამბობთ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შედეგად მიღწეული მაღალი ეკონომიკური ზრდა და ბიუჯეტის მოცულობა საშუალებას გვაძლევს ყველა რეფორმა, რომელიც ევროინტეგრაციას ემსახურება, ქართული სახელმწიფოს მიერ დაფინანსდეს.


და გვახსოვდეს, ევროკავშირს სწორედ ისევე სჭირდება საქართველო, როგორც საქართველოს ევროკავშირი.


ეროვნული ღირსების შენარჩუნებით და ეროვნული ინტერესების დაცვით, მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებით საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი, როცა ევროკავშირი თავადვე იქნება მზად მორიგი გაფართოებისთვის!


P.S. მადლობა ჩვენს სამართალდამცავებს სამშობლოს სტაბილურობის და უსაფრთხოებისათვის ბრძოლაში გამოჩენილი სიმამაცისათვის და თავდადებისათვის!“- წერს ეკა სეფაშვილი სოციალურ ქსელში.