გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ცოტნე ანანიძე: პრემიერ-მინისტრის განცხადებამ საქართველოს მიმართ ევროკავშირის ინტერესი კიდევ უფრო გააძლიერა, ეს არაა უარი ევროკავშირზე, პირიქით - სუვერენული და პრაგმატული სვლაა მოცემულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში!

29-11-2024

„ქართული ოცნებიდან“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი ცოტნე ანანიძე ეხმიანება პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას საქართველოს 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკების პროცესის შეჩერების თაობაზე.


მისი თქმით, პრემიერ-მინისტრის ამ განცხადებამ საქართველოს მიმართ ევროკავშირის ინტერესი კიდევ უფრო გააძლიერა. მანვე აღნიშნა, რომ ეს არაა უარი ევროკავშირზე, პირიქით - სუვერენული და პრაგმატული სვლაა მოცემულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში.


„პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებამ საქართველოს მიმართ ევროკავშირის ინტერესი კიდევ უფრო გააძლიერა. ეს არაა უარი ევროკავშირზე, პირიქით - სუვერენული და პრაგმატული სვლაა მოცემულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში! 2030-ში შევხვდებით ევროკავშირის ქობულეთში. #მშვიდობასაქართველოს # მშვიდობაუკრაინას“, - წერს ცოტნე ანანიძე.