გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

დიმიტრი ხუნდაძე აქციის შესახებ: ჩვენ ერთმანეთში მაინც დავლაგდებით, მაგრამ თუ არ დავფიქრდით, ასეთი ქცევით უკრაინის „ბილეთი“, მისამართით „მაედანი“, შეგვრჩება ხელში და მისი ბოლო გაჩერება ფრონტის ხაზი იქნება

30-11-2024

„რთული საყურებელია, როდესაც რუსთაველის პროსპექტი თავის თავს არ ჰგავს და იქ ქართველები ერთმანეთს უპირისპირდებიან, ორმაგად რთული საყურებელია, როდესაც ეს უცხო ძალის ჩარევით ხდება,“ - წერს სოციალურ ქსელში პარლამენტის დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე.


მისივე თქმით, ნურავინ იფიქრებს, რომ წუხანდელი ღამე ვინმეს არ აწუხებს, თუმცა ქვეყნის ბედი, ბრმად არავის უნდა ვანდოთ.


„რთული საყურებელია, როდესაც რუსთაველის პროსპექტი თავის თავს არ ჰგავს და იქ ქართველები ერთმანეთს უპირისპირდებიან, ორმაგად რთული საყურებელია, როდესაც ეს უცხო ძალის ჩარევით ხდება. ვწუხვარ მათი ზიანის, განსაკუთრებით ჟურნალისტების და პოლიციელებზე თავდასხმის გამო. ჩვენ, ყველა ერთმანეთში საერთოს მაინც მოვნახავთ და დავლაგდებით, მაგრამ თუ არ დავფიქრდით, ასეთი ქცევით უკრაინის "ბილეთი", მისამართით "მაედანი", შეგვრჩება ხელში და მისი ბოლო გაჩერება ფრონტის ხაზი იქნება.


არავინ იფიქროს, რომ ვინმეს არ აწუხებს წუხანდელი ღამე, ან ვინმემ ძილში გაატარა, მაგრამ ეს არ არის ის, რაც ჩვენი სამშობლოს ინტერესებშია. საკუთარი ქვეყნის ბედი ბრმად არავის არ ენდობა, რაც არ უნდა დიდი თუ დიადი ქვეყნიდან იყვნენ და რაც არ უნდა მომხიბვლელი იყოს მათი შემოთავაზება. არჩევაც თავად უნდა შეგვეძლოს, მოწონებაც და დაწუნებაც. სიკაშკაშემ ისე არ უნდა მოგვჭრას თვალი, რომ დაგვაბრმავოს. წინ, მშვიდობით საქართველოს საკეთილდღეოდ! საქართველო უპირველეს ყოვლისა!“, - წერს დიმიტრი ხუნდაძე.