გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

დიმიტრი ხუნდაძე: მოლოტოვის კოქტეილების სროლა, პოლიციელების შეურაცხყოფა ვერასოდეს გახდება გამოხატვის თავისუფლების საუკეთესო სტანდარტი, სახელმწიფოს სიძლიერე კანონის უზენაესობასა და საზოგადოების პასუხისმგებლობაზე გადის

30-11-2024

მიუხედავად დესტრუქციული ძალების გააქტიურებისა, რომ საქართველოში „მაიდანი" შედგეს, ამას ხელისუფლება არ დაუშვებს! - წერს „ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დიმიტრი ხუნდაძე, სოციალურ ქსელში.


მისი განცხადებით, ყველა უკანონო ქმედება უმკაცრესად დაისჯება, ვინაიდან, ქაოსი ქვეყნის ინტერესებში არ შედის. ასევე, ხუნდაძე აცხადებს, რომ სახელმწიფოს სიძლიერე კანონის უზენაესობასა და საზოგადოების პასუხისმგებლობაზე გადის, რისი გარანტი იქნება ქართული ოცნების გუნდი და მისი თითოეული წარმომადგენელი.


„მიუხედავად დესტრუქციული ძალების გააქტიურებისა, რომ საქართველოში „მაიდანი" შედგეს, ამას ხელისუფლება არ დაუშვებს!


ყველა უკანონო ქმედება იქნება პასუხგაცემული და უმკაცრესად დასჯილი! ქაოსი და თავნებობა საზოგადოებისა და ქვეყნის ინტერესში არ შედის.


მოლოტოვის კოქტეილების სროლა, პოლიციელების ბულინგი და შეურაცხყოფა ვერასოდეს გახდება გამოხატვის თავისუფლების საუკეთესო სტანდარტი.


სახელმწიფოს სიძლიერე კანონის უზენაესობასა და საზოგადოების პასუხისმგებლობაზე გადის. სწორედ ამის გარანტი იქნება ქართული ოცნების გუნდი და მისი თითოეული წარმომადგენელი.


მორჩილ საქართველოს ვერავინ იხილავს!


ჩვენ ამომრჩეველს დავპირდით მშვიდობას, სტაბილურობას და ღირსეულად ჭეშმარიტი ევროპული გზის გავლას, რაც აუცილებლად იქნება შესრულებული!" - წერს დიმიტრი ხუნდაძე.