გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ლევან ნიკოლეიშვილი საჯარო მოხელეებსა და დიპლომატებზე: გუშინ სკამი არ ეთმობოდათ და დღეს, როცა სარფიანი გარანტია მიღეს, „მოქალაქეობრივმა პასუხისმგებლობამ“ მათში ევროპულ შეგნება გააღვიძა, ვინმეს სჯერა მათი „გულწრფელობის“, ცხადია არა

30-11-2024

გუშინ სკამი არ ეთმობოდათ და დღეს როცა ვიღაცისგან გარკვეული სარფიანი გარანტია მიღეს, „მოქალაქეობრივმა პასუხისმგებლობამ“ მათში ევროპულ შეგნება გააღვიძა, ვინმეს სჯერა მათი ასეთი „გულწრფელობის“, ცხადია არა,“ - ასე ეხმიანება „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ლევან ნიკოლეიშვილი სხვადასხვა საჯარო მოხელეების მიერ თანამდებობის დატოვებას ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.


მისივე თქმით, ეს არის მათი „სულის“ რეალური მდგომარეობა, რომელიც ყოველთვის ასეთი იყო, უბრალოდ ამჯერად ვირთხის ინსტინქტმა უფრო იმძლავრა მათში და შესაბამისად ვადამდე ადრე დაიწყეს გაქცევა.


„ვიღაცას ჰგონია, რომ გემი იძირება და სასწრაფოდ ტოვებს მას, მაგრამ მალე დარწმუნდება გემი ისევ ტალღებს მიაპობს, თვითონ კი მართლაც გაქცეულ ვირთხებს ემგვანებიან. ეს იმ საჯარო მოხელეებს და დიპლომატებს ეხება, რომლებმაც თურმე ახლა აღმოაჩინეს, რომ ხელისუფლებამ ევროპულ გზას გადაუხვია, თუ ეს ასეა, სად იყვნენ გუშინ ან თუნდაც გუშინწინ რატომ მაშინ არ გადადგეს ვითომდა აღშფოთება-შეშფოთების ეს მზაკვრული ნაბიჯი? გუშინ სკამი არ ეთმობოდათ და დღეს როცა ვიღაცისგან გარკვეული სარფიანი გარანტია მიღეს, „მოქალაქეობრივმა პასუხისმგებლობამ“ მათში ევროპულ შეგნება გააღვიძა, ვინმეს სჯერა მათი ასეთი „გულწრფელობის“, ცხადია არა. ეს გახლავთ მათ „სულის“ რეალური მდგომარეობა, რომელიც ყოველთვის ასეთი ჰქონდათ, უბრალოდ ამჯერად ვირთხის ინსტინქტმა უფრო იმძლავრა, შესაბამისად ვადამდე ადრე დაიწყეს გაქცევა, თუმცა აქ ძალიან შეცდნენ, გემი კი არ იძირება, არამედ მათთვის სამწუხაროდ ისევ წინ მიდის!“ - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.