გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

თამთა მეგრელიშვილი ოპოზიციის აქციაზე რუსეთის მოქალაქეების დაკავების შესახებ: ლიაკა ხოშტარიას მიერ გაჭრილი რუსული „კანალი“ თავის შედეგებს დებს, „ქართული“ ოპოზიცია ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას ევროპელობის სახელით რუსების ხელით ებრძვის

30-11-2024

„ლიაკა ხოშტარიას მიერ გაჭრილი რუსული (კანალი) თავის შედეგებს დებს, „ქართული“ ოპოზიცია ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას ევროპელობის სახელით რუსების ხელით ებრძვის“, - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი ოპოზიციის აქციაზე, პოლიციელების მიმართ ძალადობის ფაქტებზე რუსეთის 8 მოქალაქის დაკავებას.


მისი განცხადებით, გამოძიება დაადგენს თუ ვინ, საიდან და რატომ მოიწვია რუსეთის მოქალაქეები ქართულ პოლიციასთან დასაპირისპირებლად.


„ლიაკა ხოშტარიას მიერ გაჭრილი რუსული (კანალი) თავის შედეგებს დებს, „ქართული“ ოპოზიცია ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას ევროპელობის სახელით რუსების ხელით ებრძვის. რადიკალების აქციაზე პოლიციელების მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე რუსეთის 8 მოქალაქეა დაკავებული: მიხაილ მოროსინ (რუსეთის მოქალაქე),ივან პილიაკინ (რუსეთის მოქალაქე) ვადიმ ბაშაკინ (რუსეთის მოქალაქე), ⁠იაროსლავ ლოსკოტ (რუსეთის მოქალაქე), ⁠მაქსიმ მოსტოვოი (რუსეთის მოქალაქე) იგნატ კოვალევ (რუსეთის მოქალაქე), სერგეი პაშჩენკო (რუსეთის მოქალაქე), ვალერი ბოგომოლოვი (რუსეთის მოქალაქე). გამოძიება ყველაფერს დაადგენს, ვინ, საიდან და რატომ მოიწვია რუსეთის მოქალაქეები ქართულ პოლიციასთან დასაპირისპირებლად. მანამდე კი მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ლიაკა, რომელიც ყოველი თვის ბოლოს რუსულ რუბლებს ითვლის უპრობლემოდ გადარეკავს მოსკოვში და ამ რვა დაკავებული რუსეთის მოქალაქის ბედზე გამართული რუსულით აქცენტით ვინმე იქაურ „ბობოლას“ ეტყვის,“ - წერს მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.