გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

სოზარ სუბარი სალომე ზურაბიშვილის მიერ უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ საპრეზიდენტო სასახლეში დარჩენის შესახებ გაკეთებულ განცხადებაზე: ეს არის სამარცხვინო განცხადება და როგორ გამაგრდება იმ სასახლეში, ამასაც ნახავს

1-12-2024

საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ განცხადებებზე და შეშფოთებაზე, რომელსაც ქვეყანაში განვითარებულ პროცესებზე სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაცია აფიქსირებს, კომენტარს აკეთებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოზარ სუბარი.


როგორც სუბარმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ამ განცხადებების უკან დგანან ადამიანები, რომლებიც პატივს არ სცემენ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მიერ გაკეთებულ არჩევანს.


სოზარ სუბარმა ორმაგ სტანდარტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ სტანდარტებით საქართველოს შეფასება გასაკვირი არაა იმ ადამიანებისგან, რომლებსაც, ევროკომისარ ჟოზეფ ბორელის მსგავსად, ევროპა ბაღად მიაჩნიათ, დანარჩენი სამყარო კი ჯუნგლებად.


„ესენი არიან ადამიანები, რომლებიც არ ცნობენ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ნებას, რაც 26 ნოემბრის არჩევნებზე გამოიხატა, რადგან ამ დღეს მათთვის არსასურველი შედეგი დადგა. მათ ვერ მოიყვანეს საქართველოს ხელისუფლებაში საკუთარი აგენტები; მათ ვერ შეძლეს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა; ისინი მუდმივად ორმაგი სტანდარტით მოქმედებენ. მაგალითად, მათ სასწრაფოდ აღიარეს მოლდოვაში გაყალბებული არჩევნები, სადაც მაია სანდუმ სინამდვილეში სასტიკად წააგო ეს არჩევნები და ჯერ კიდევ ხმების დათვლამდე მიულოცეს მას მოპარული „გამარჯვება“; ისინო ტაშით შეხვდნენ მოლდოვაში მაია სანდუს მიერ მთავარი ოპოზიციური პარტიის აკრძალვას, მიუხედავად იმისა, რომ ამ აკრძალვის არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა.


ამგვარი ორმაგი სტანდარტი მოდის ევროპელი პოლიტიკოსების იმ ნაწილისგან, რომლებიც ამბობენ, რომ ევროპა არის ბაღი, დანარჩენი სამყარო - ჯუნგლები. ამ სიტყვების ავტორი ევროკომისარი ჟოზეფ ბორელია. გამოდის, რომ მათთვის მთელი სამყარო, ჩვენი სამშობლოს ჩათვლით, არის ჯუნგლები და ჩვენ ამ ჯუნგლების ბინადარნი. ასეთი დამოკიდებულება აბსოლუტურად მიუღებელია, თუმცა, რასაც ევროპაში გაზრდილი და ევროპული დიპლომატიის სკოლაგამოვლილი სალომე ზურაბიშვილი აკეთებს, ეს მართლა არ ჯდება ცივილიზებული სამყაროს არც ერთ ნორმაში. როცა ცივილიზებული ადამიანი მოისმენს პრეზიდენტისგან, რომ ის არ აპირებს, უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგაც დატოვოს პრეზიდენტის სასახლე, შეიძლება მართლა იფიქროს, რომ ეს სახელმწიფო კი არა, ჯუნგლებია. ოღონდ, ამ შემთხვევაში ჯუნგლების ბინადრის როლს ასრულებს ფრანგი სალომე ზურაბიშვილი. ეს არის სამარცხვინო განცხადება და ერთი როგორ გამაგრდება იმ სასახლეში, ამას თავადაც ნახავს, ვნახავთ ჩვენც და ნახავენ მისი მომხრეებიც,“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.